ორშაბათი, მაისი 5, 2025

„ამ ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის, ლეტალური“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქალაქში არსებული საშიში ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.

არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.

გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, – წერს სიხარულიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

 დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა

დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების და ირანის "პერსეპოილისის" ფეხბურთელი 34 წლის გახდა

ლაშა ხუციშვილი – ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ.როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ანა ბუჩუკური – ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს

ჩვენი პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს თქვენი და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს.„ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან გულწრფელია ამ და სხვა შემთხვევებზეც. პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. დღეს ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცოტა მიკვირს ხოლმე, ერთი მხრივ რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, არ ეხება ყველას, მაგრამ მეორე მხრივ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ჰგავს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას“,- განაცხადა ბუჩკურმა.

ვალერი გელაშვილი – 2013 წელს ლიეტუვის სეიმში გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა

2013 წლის დასაწყისში საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ლიეტუვის სეიმში, გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.ვალერი გელაშვილმა ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმემ მაინც თუ მოუხადა მას ბოდიში.„ერთი ფაქტი იყო 2013 წლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით წასული ლიეტუვის სეიმში. მაშინ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემს თავდასხმაზე ვსაუბრობდით და გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო. პარლამენტში ვიყავით, თორემ პასუხს გავცემდი ვაშაძეს. ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ანალიტიკური გვერდი FtalentScout-ი – საქართველოს ნაკრების ტრიო ლიგა 1-ში ისტორიას წერს

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელის – გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიან თამაშს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ცნობილი ანალიტიკური გვერდი FtalentScout-ი გამოეხმაურა.„არასდროს, არცერთ ტოპ ლიგაში იმდენი ქართული გოლი არ გასულა, რამდენიც მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში. ქართული „ოქროს ტრიო“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ისტორიას წერს“, — ვკითხულობთ FtalentScout-ის გვერდზე.მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ („ლიონი“) ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა ზურიკო დავითაშვილის („სენტ-ეტიენი“) ანგარიშზე, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ (პსჟ) 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.ჯამში, მიმდინარე სეზონში ქართულმა ტრიომ საფრანგეთის ლიგა 1-ში 38 გოლში მიიღო მონაწილეობა.ფეხ

ბოლო სიახლეები