პარასკევი, მარტი 27, 2026

ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ – მამუკა მდინარაძე

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. – ეს განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ თელავში სიტყვით გამოსვლას გააკეთა.

“მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში.

 

ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები.

ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.

ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე.

აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი, ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს. საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ.

ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ, პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ.

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებასა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს.” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი – დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ...

ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.„ელენე ხოშტარია 6 თვე იყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმიტომ, რომ ხუთიათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული. მას ჰქონდა არჩევანი გადაეხადა ხუთიათასლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის ოთხ შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი და მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია, რომ ყოფილიყო არა თავის შვილებთან, არამედ - მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. სხვაზე გადაბრალება არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა, იმ დღეს, ჰოლანდიის ელჩმა საკუთარ სახლში დაპატიჟა და ელჩთან იყო სახლში. ეს არის სწორედ ექსტრემიზმის ნორმალიზება, როდესაც რადიკალებს და ექსტრემისტებს უცხოელი ელჩები სახლებში ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან.მანამდე 15 სამართალდარღვევა ჩაიდინა, ჯარიმებს არ იხდიდა. შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დანაშაული ჩაედინა, გირაო არ გადაეხადა და შვილებთან კი არ ყოფილიყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩენილიყო. ამ ყველაფრისკენ გარედან იმიტომ უბიძგებენ, განაჩენი რომ გამოვა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და ნიანგის ცრემლები დაღვაროს. თუ ვინმეს პატიმარია დღეს ელენე ხოშტარია თუ სხვები, სწორედ ამ უცხოელების პირადი პატიმრები არიან, რადგან სწორედ ისინი აქეზებდნენ, რომ არ ყოფილიყო სინანული, ჩაედინათ დანაშაული, დაერტყათ პოლიციელისთვის, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვილი სანიოლი – გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა.როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ? ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის.რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“, – აღნიშნა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე:”შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს”

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე„რწმენა ღვთისა არის ის მწვერვალი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა.“"შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს".„ადამიანი ყოველდღიურად დგას ორი გზის წინაშე: რწმენის, სიყვარულისა და სიმართლის გზა, ან ბოროტებისა და უსამართლობის გზა“.„რწმენა არის არა მხოლოდ დაჯერება, არამედ უფლისადმი სრული მინდობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს, რათა დაძლიოს ადამიანმა სირთულეები“.

შალვა პაპუაშვილი: თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა

თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას.მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც არის მხილება იმისა, რომ საქართველოში გარე ძალებმა ღირებულება დაცლილი და იდეოლოგია არეული ხალხის ჯგუფი შექმნეს.„საუბრობენ დამნაშავეებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, ცდილობენ მაღალი მატერიებით ისაუბრობენ ამ საკითხზე - პატიება, შენდობა - ოღონდ ავიწყდებათ მთავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც. მთავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული, თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა. პატიება სინანულის გარეშე არის დანაშაულის გამართლება და არა სიკეთე. არაერთხელ ითქვა, ამას ფორმალურ-სამართლებრივი მხარეც აქვს, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის ვინც მზად არის აღიაროს დანაშაული, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, პროკურატურა მზად არის ასეთ ადამიანებთან იყოს რბილი, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალული მსხვერპლები და მათში ვგულისხმობ მათ შორის გარე ძალებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნამდვილად არიან ევროპელები დამოკიდებულნი ამერიკულ გაზზე?

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე და რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას. და ეს მოხდება გაზით შანტაჟის ფონზე...მოახდენენ თუ არა ევროპარლამენტარები შეერთებულ შტატებთან სატარიფო შეთანხმების რატიფიცირებას? თუ ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება ერთგვარი კომპრომისის გამომხატველი ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, აქტიურად შეუდგა სხვადასხვა ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით და მეორე მხრივ, ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს გასულ წელს დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ მიღწეული კომპრომისი. რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და შეფერხებების შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას.შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროპელებს, შეთანხმების ტექსტი ყოველგვარი ცვლილების გარეშე დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ გაზის მიწოდება შეუმციროს. ეს მუქარა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააჟღერა, რაც ბადებს კითხვას: ნამდვილად არიან ევროპელები ამერიკულ გაზზე დამოკიდებულნი? უდავო ჰეგემონია მას შემდეგ, რაც ევროპელებმა რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარის თქმა გადაწყვიტეს, ისინი სულ უფრო მეტ ამერიკულ გაზს ყიდულობენ. შესყიდვის მოცულობა, ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებზე ახლა ევროპელების მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი მოდის და ვაშინგტონი რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია, ნორვეგიის შემდეგ.ხოლო თუ თხევად ბუნებრივ აირზე ვისაუბრებთ, რომელიც გემებით ტრანსპორტირდება და არა მილსადენით, მაშინ ამერიკული ჰეგემონია უდავოა: ევროპაში იმპორტირებული თხევადი გაზის 60% შეერთებული შტატებიდან შემოდის. ვაშინგტონი, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტი - კატარი - თამაშიდან გამოეთიშა: როგორც ცნობილია, კატარის გაზის ინფრასტრუქტურა ირანმა დაბომბა, ჰორმუზის სრუტე კი თითქმის ჩაკეტილია.მიუხედავად ამისა, ევროკომისია მიმწოდებლების დივერსიფიკაციას ცდილობს: მაგალითად, ორი კვირის წინ მან ახალი ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანთან, რათა „რუსული ფურცელი“ ისე დახუროს, რომ შეერთებულ შტატებზე სრულად დამოკიდებული არ გახდეს, ან, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი ამბობს, „ერთი დამოკიდებულების მეორით ჩანაცვლება აიცილოს თავიდან“.

ბოლო სიახლეები