ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

ამირან გამყრელიძე – „ნოვოვაქსი“ ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ვაქცინებზეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინების 29 250 დოზას 22 მარტის კვირაში მიიღებს.

მისივე თქმით, დაახლოებით ამავე პერიოდში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტიაც.

„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს როგორც წერილობით, ასევე, ორი დრის წინ ტელეჩართვით გვქონდა ურთიერთობა „ფაიზერთან“, რომ 22-ის კვირაში უნდა შემოვიდეს ის დოზები, რაც განთავსებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, ანუ 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე იგივე „კოვაქსის“ მეშვეობით უნდ დაიწყოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 ათასი დოზის შემოსვლა, პირველი პარტია დაახლოებით, 43 ათასი დოზის ფარგლებშია.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შემოდის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, უკვე მოსულია შესყიდვის ხელშეკრულება და ფული გადარიცხულია, ახლა დაიჯავშნება თვითმფრინავი და იმის მიხედვით გაირკვევა ზუსტი თარიღი. დიდი ალბათობით იქნება ასევე მარტში. შემდეგი დოზის მოწოდება მოხდება უკვე აპრილის მეორე ნახევარში. ეს რაც უკვე დადასტურებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან და მწარმოებელთანაც.

„შესაბამისად არის ხელშეკრულების პროექტები გაფორმებული და იქნება გადაწყვეტილებები დამატებით დოზებთან დაკავშირებით. ეს ეხება დაახლოებით 100-150 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზას, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთის სერუმ ინსტიტუტთან, რომელიც უშვებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ზოგადად, ინდოეთზე დიდი ზეწოლაა, რადგან ეს გახლავთ ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში და ბევრი ქვეყნის მიერ ხდება მათზე ზეწოლა, რადგან სხვა ქარხნებმა ვერ შეასრულეს, წარმოებაში დიდი დეფიციტია. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული, რათა შესრულდეს ის შეპირება და კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან ხელმოწერილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, ის ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც ამერიკული კომპანია „ნოვოვაქსი“ აწარმოებს.

„ქვეყანაში ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, კვლევებით უკვე ძალიან კარგი შედეგები აქვს. წარმოების ლიცენზია უკვე მიეცა ინდოეთის ამ ინსტიტუტს. ამიტომ, ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იყო ჩვენი მთავრობის წერილი, ასევე პასუხი იმაზე, რომ ისინი თანახმა არიან, გააფორმონ კონტრაქტი, საუბარია მილიონ დოზაზე. ვფიქრობ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვიდეს კონტრაქტი და გადაირიცხოს ფული მილიონი დოზის შესყიდვაზე, მაგრამ ეს იქნება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას. „ნოვავაქსი“ განთავსებული იქნება „კოვაქსზეც“ და „კოვაქსის“ საშუალებითაც იქნება ის მიღებული. ვაქცინის მიღების ერთი გზა იქნება „კოვაქსი“ და მეორე – მილიონ დოზაზე პირდაპირი კონტრაქტი სერუმ ინსტიტუტთან.

კიდევ სხვა ვაქცინებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ეს ვაქცინები აღიარებული. ამ ვაქცინებზეც, რომელსაც ჯერ არ ვასახელებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კი ისინი მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, მაშინ შეიძლება ამ ვაქცინების იმპორტის განხორციელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას

არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ახლა უწევთ, ამომრჩეველთან გაამართლონ საკუთარი ქმედება, თუ რატომ არ შევიდნენ პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში.„წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, თუმცა უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად, არ უნდოდა, ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა „ბ“-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ, საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას, შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახოთ, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი – გამოუცხადეთ ბოკერია-ჩერგოლეიშვილს პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, ნუთუ რთული მისახვედრია, ვინ „აცოცხლებს“ მათ ხელოვნურად?

პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი მუდამ პოლიტიკური პროცესის დამშლელები არიან. ჩარკვიანის შეფასებით, მათ პოლიტიკური უარი უნდა გამოუცხადონ.თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილმა-ბოკერიამ ძველი პარტია დაანაწევრეს, შემდეგ კი არჩევნებში განულდნენ.„„გაათრიეთ“ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო პოლიტ. „სცენიდან“, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველი ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე ), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი……გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ „აცოცხლებს“ მათ ხელოვნურად, ნუთუ რთული მისახვედრია??? ბოკერიამ გუშინ განაცხადა აქციაზე – „ეს ჩვენი აქციაა, ჩვენ დავაანონსეთო“. ანუ ჩვენია, ყველასი არაო…. წარმოგიდგენიათ, რას ბედავს ეს უტიფარი თავხედი??!! გუშინ აქციაზე, სააკაშვილის „პლაკატის“ თემა საბაბ-მიზეზი იყო, ხელოვნურად წამოწია ამ უკვე კარიკატურად გადაქცეულმა ცოლ-ქმარმა…სინამდვილეში კი ასეა:ბოკერია იყო ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ „ოცნების ხელისუფლებას“, არც წულუკიანის კომისიაზე მიუწვევია ვინმეს, კითხვაც კი არ დაუსვამს რაიმეზე, მიუხედავათ პატიმრების, თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა, ფაქტიურად ბრალდებისა!ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი, რომ ეს ცოლ-ქმარი, ანუ ბოკერია-ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული, სიცრუეა – ტყუილია (ჩერგოს მოგონილი ჭორია, ხალხის შეცდომაში შესაყვანად და თავის დასაცავად, რომ გაიხანგრძლივოს პოლიტ არსებობა უკვე განულებულმა), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი, რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ (კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა??ფაქტია, რომ ამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია! ძველი პარტია დაანაწევრეს, მერე განულდნენ, შემდეგ ახალი სახელი მოიგონეს ხალხის მიერ განულებულმა „ყვარყვარეებმა“ – პარტია „ფედერალისტები“, სახელსაც მიაქციეთ ყურადღება, შემთხვევითი არ გეგონოთ,საქართველოს დანაწევრება სურთ „ფედერალურად“ (ეს ძველი რუსული გეგმაა, ჯერ კიდევ ჟირინოვსკის გაახმოვანებინეს ხომ გახსოვთ?!) ზუსტად ისე, როგორც პოლიტ პროცესს ანაწევრებენ და შლიან, წლებია, უკვე ამას აკეთებს ეს „ცოლ-ქმარი“!იფიქრე, საქართველოვ!იფიქრე, ჩემო ძვირფასო!იფიქრე, შენ გენაცვალე“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შალვა პაპუაშვილი – ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია, ფარსში მონაწილეობას...

ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები.„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით პარტიის „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წარმომადგენლებად.ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს.„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება და არ ჩადის საქართველო და არ ჩადის აზერბაიჯანი. ესეც ხომ აჩვენებს, რომ რაღაც არის არასწორი მათ ქცევაში. ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში, აქვთ ქართველი ხალხის მიმართ მტრული რიტორიკა, მტრული რიტორიკა ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯეოშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრება. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით ევროპარლამენტში, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტში არის, ეს ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.

ნიკოლ ფაშინიანი – დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში

დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დღესვე შეუძლია.„წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს გვქონია ასეთი წელიწადი და რვა თვე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „ტრამპის გზის“ პროექტის განსახორციელებლად.

კახა კალაძე – გარე ძალები კონკრეტული დიპლომატების, რამდენიმე აკაცუკის ჩართულობით ახალისებენ პოლარიზაციას, ჩვენი მთავარი პლატფორმა არის საქართველო, ხალხი და მათი მხარდაჭერა

ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის – ეს არის ძალიან  მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, მთავარი პლატფორმა ქვეყნის ხელისფლებისთვის არის საქართველო, ქართველი ხალხი და მათი მხარდაჭერა.„პლატფორმას რაც შეეხება ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ხალხის გადაწყვეტილება და მხარდაჭერა. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერი არ არის. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის ხელისუფლებას, თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, წარმოუდგენელია, რაიმეზე ისაუბრო, თუნდაც მშვიდობის შენარჩუნებაზე, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე.რაც შეეხება ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისებას, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. გარე ძალები ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატებისა და იმ რამდენიმე აკაცუკის  ჩართულობით, პირდაპირ ახალისებენ პოლარიზაციას, ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან შეურაცხმყოფელი.  თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არჩევნების გზით ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.

ბოლო სიახლეები