ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

განურჩევლად ყველას სცემდნენ, მე გადამარჩინა ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად ეუბნებოდა, რომ “ასოშიეიტიდ პრესის” წარმომადგენელი იყო – რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული,...

სიმართლე გითხრათ, იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "იმუშავე, გადაიღე". მერე ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს მასალა, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ცემას გადაარჩინა, "ასოშიეიტიდ პრესის" ფოტორეპორტიორის, ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომელიც მათ საცემრად წამოსულ პირებს ეუბნებოდა რომ პრესის წარმომადგენელი იყო. აბდალაძემ გაიხსენა ისიც, რომ რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რათა მომიტინგეები ადგილიდან ვერ გასულიყვნენ, ამიტომ, ადამიანების ნაწილი პარლამენტის მოპირდაპირედ, სამშენებლო თხრილში იმალებოდა."რომ ავიხედეთ ზემოთ, დავინახეთ პარლამენტის სახურავიდან ადამიანები, ვინც კამერით მუშაობდნენ, იღებდნენ და სავარაუდოდ, ალბათ მიმართულებებს აძლევდნენ, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დასდევდნენ, განურჩევლად ყველას სცემდნენ თითქმის. მე შემიძლია ვთქვა, რომ გადამარჩინა ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად ეს ეუბნებოდა ინგლისურად, რომ "ასოშიეიტიდ პრესის" წარმომადგენელი იყო და ჩერდებოდნენ. ჩვენდა ბედად, "ასოშიეიტიდ პრესის" ოფისი იყო ახლოს "მერიოტთან". რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერც ერთი მომიტინგე ვერ გასულიყო და მათ შორის, ჟურნალისტებიც. სრულიად შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს , მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი, ახლა რომ მუზეუმია, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, იქ დიდი სამშენებლო თხრილი იყო, იქ იმალებოდნენ და გამთენიისას დატოვეს ეს ადგილები." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი აბდალაძესთან ერთად, ნათია გედენიძეს და ირაკლი გედენიძეს მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ, რაც საზოგადოებისთვის "ფოტოგრაფების საქმის" სახელით არის ცნობილი.

გიორგი აბდალაძე – უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი

ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.გიორგი აბდალაძის თქმით, „მადლიერია ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკურ ძალის, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა“.„ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო. ფოტოგრაფებს საქმემ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვხედავ ხოლმე, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სტატუსებს დებენ, 37 წელიაო. 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. 03:00 საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში, დღემდე რომ მოსულიყო, დღეში სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.როგორც კომისიის სხდომაზე გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, 26 მაისის ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან, აბდალაძის თქმით, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება.„26 მაისის ფოტოებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება. საპატიმროში შევიტყვე, რომ მე გადამიღია თურმე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამათ ცოცხალი მიჰყავდათ და შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა, რადგან ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე, რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს, ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ. ამის უამრავი მაგალითია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორები. მეორე დღეს, 26 მაისს, როდესაც აღლუმი ჩატარდა, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

დონალდ ტრამპი – პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს, თუმცა დასძინა, რომ „შესაძლებელია“, რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აყოვნებდეს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ტრამპმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.„მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა. ვფიქრობ, რომ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ABC-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან.„მე შენ არ გენდობი. ბევრ ადამიანს არ ვენდობი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის პატივს მცემს და მჯერა, რომ, ჩემი დამსახურებით, ის მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს, თუმცა მისი გადაწყვეტილება, მისი არჩევანი იქნებოდა უკრაინის სრული დაპყრობა“, – განაცხადა ტრამპმა.

რა იგეგმება სკოლებში სექტემბრიდან-რაც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

რა იგეგმება სკოლებში-სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ბოლო სიახლეები