კვირა, აპრილი 27, 2025

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი” – მეუფე შიო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება."ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი, და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ. მთავარი არის რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა. ამიტომ, უფალი ისეო ქრისტე ამ სიტყვებით, რომ "ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს", გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

გთხოვთ გავავრცელოთ-27 წლის ტარიელ ჩიხლაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის უმძიმეს დაავადებას ებრძვის

27 წლის ტარიელ ჩიხლაძე უმძიმეს დაავადებას ებრძვის, მას საქართველოში სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.ახალგაზრდა მამაკაცის დიაგნოზი მძიმეა - თავის ტვინის ღეროვანი უჯრედის III ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნე. მას საქართველოში ყველა სახის პროცედურა მაღალპროფესიონალურ დონეზე უტარდება, თუმცა დაავადება პროგრესირებს და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.საბანკო რეკვიზიტები:კრედო ბანკი - #GE68CD0360000001660462ლიბერთი ბანკი- #GE22LB0211145670033000საქართველოს ბანკი - #GE46BG0000000606264629TBC ბანკი- #GE71TB7045745061100036მიმღები: მამა სიმონ ჩიხლაძე - პ/ნ 29001002596

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა...

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.„ხან ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, არჩევნების შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

მეუფე იაკობი: ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს

ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა."აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური  თუ სინდისია პატიმრები. რამ გამოიწვია ეს პატიმრები? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? მთელი იმპერიები რომ დადგნენ, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველები. რომ დავრბივართ, ვნების გარდა რა არის ეს, დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ. ხომ უნდა იყვნენ თქვენთან ისეთი ადამიანები, უცხოელების პირით რომ არ მელაპარაკებოდნენ. რა შეფასებას გაძლევენ თქვენ ისინი, პატივს გცემენ? სად ჩადიხართ, ვის ხვდებით. ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს. კი მიგიღებს  უცხოელი მაგრამ არასდროს ხელს არ შეგიწყობს, გინდაც მოგიყვანოს ხელისუფლებაში მერე რაღაცას დაგავალებს. ღვთის საყვარელი ქვეყანა ვართ და რა უფლება გაქვს რომ მიშლი ცხოვრებას. დავფიქრდეთ რა, ცუდია ეს ყველაფერი, თორემ მე რომ მცოდნოდა რომ მშვიდობიანი იყო ეს აქცია და მშვიდობიანი ხალხი ეცემათ, ნამდვილად ჩავერეოდი, დავიცავდი მათ."

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ილია სულამანიძემ პოდგორიცაში, კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი, 100 კგ წონით კატეგორიაში, იუკოთი დაამარცხა და კარიერის მანძილზე პირველად, სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სიხარულით ვულოცავ ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულს, ცნობილ ძიუდოისტ ილია სულამანიძეს, მონტენეგროში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული და შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებას. ილიას გამარჯვება არ არის მხოლოდ მისი პირადი მიღწევა, არამედ ეს დიდი სიამაყისა და შთაგონების წყაროა ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. მისი შეუპოვრობა, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ასახავს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველს მისი ალმა-მატერიც აძლიერებს. ვამაყობთ, რომ მსგავსად მიზანდასახული და გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. წინ, უფრო დიდი გამარჯვებებისკენ, ილია! მასთან ერთად, ვულოცავთ წლევანდელი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულებს - ევროპის ჩემპიონ გიორგი სარდალიშვილს და ვერცხლის პრიზიორებს - ეთერ ლიპარტელიანსა და ტატო გრიგალაშვილს “, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.ცნობისათვის, ილია სულამანიძე 2023 და 2024 წლებში ორჯერ გახდა კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი კი სწორედ ზელიმ კოცოევთან ორთაბრძოლაში დათმო.

ბოლო სიახლეები