კვირა, მაისი 18, 2025

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამოყენებაა“ – გახარიას პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი

ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი ისევ თვითმმართველობის არჩევნები გახდა. ყოფილ პრემიერ გახარიას, კოლეგა პარტიები, თავდასხმაში ადანაშაულებენ. მიზეზი ექსპრემიერის მოწოდებაა.გახარიას გუნდი ადასტურებს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება და დანარჩენებს მოუწოდებს საკუთარ სტრატეგიაზე ღიად ისაუბრონ."არჩევნები ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი და ასევე, არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით შესაცვლელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამოყენებაა. ნებისმიერი არჩევნებისთვის ჩვენ ვართ მზად", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა."ლელო" ისევ დუმს, "ნაციონალური მოძრაობისთვის", ყოფილი პრემიერი ე.წ. ოპოზიციონერად რჩება, გვარამია-მელიას გუნდი კი გახარიასთვის ანგარიშის ჩაბარებას არ აპირებენ. ერთადერთი, ვისაც ექსპრემიერის იდეა მოსწონს "გირჩია"."ლელო-ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ამისი დრო მოვა. ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადებულ არჩევნებამდე. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მაგიდაზე არსებული ორი მთავარი საკითხის გადაწყვეტა, რაც არის პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ბევრი სხვა საბრძოლო თემატიკა არსებობს და ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არარელევანტურია", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ლაშა ბექაურმა ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ ავსტრიის სახელით გამომსვლელი ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც ბექაური მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.

🇦🇹 ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო.მუსიკალური კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართა.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტი გამოვლინდა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.

„დანა გულში ჩაარტყეს…“ – ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.,,გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა“,- ამბობენ ადგილობრივები რეგიონალურ მედიასთან.არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10.„ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები“.ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს პსჟ-ის სტაჟიანი წევრი იყოს. კვარაცხელიამ უპასუხა:„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ“.

ბოლო სიახლეები