სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი წერილში მისი სასამართლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს და საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებულ და ცილისწამებაზე აგებული აბსურდად“ აფასებს. ექსპრემიერი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯარის განვითარებისა და დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ განმარტავს. ღარიბაშვილის თქმით, "მთელი გულით ემსახურა" ქართლ ჯარსა და სამშობლოს, მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება კი შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის.„19 ოქტომბერს დაიწყო ჩემი სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.იმის გამო, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ცილისმწამებლური ბრალდება შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს - თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას მოკლედ გავუზიარო, თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის ჩემი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.ამ პერიოდში განხორციელდა:* თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა;* სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება;* სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება;* ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა;* სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.„ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ - ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (აღნიშნული გამოცდილება და მაგალითი მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გავხადე სავალდებულო).ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.ზემოაღნიშნული დევიზის შესაბამისად ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია - თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა...ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ჯარისთვის გაკეთდა.თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის...ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები - რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება.შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები.სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინეს – ასევე, მათი ცნობით, ფეიქრიშვილმა ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინა.როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ციხეში მონახულების შესახებ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან.ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.

დონალდ ტრამპი – პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე “მუსლიმური ქალაქი” გახდება.აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა.„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.მანამდე მან სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. “საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია”, - დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას არ ვაპირებ, თუმცა თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შუა პროცესში შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია.„როდესაც შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ასე არ გამოდიხარ, ვისთანაც მოლაპარაკებებს მართავ. საქმე უკრაინასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ეხება. ირანის საკითხზეც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რადგან ისინი ამ მიმართულებით ძალიან კარგად იქცევიან. ასევე, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მძევლებთან და დიზელთან დაკავშირებით. ეს ჩემი საქმეა. როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, ასე არ იქცევი“, – განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების კრიტიკის საპასუხოდ.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობას მისი სჯერა და მოლაპარაკებების პროცესში მის გადაწყვეტილებებს ენდობა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა გარანტია მისცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს, მიაღწიოს მძევლის გათავისუფლებას, რომლის დაბრუნებასაც აშშ დიდი ხანია, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტობამდე, ცდილობს.ტრამპის განცხადებით, ირანის საკითხთან დაკავშირებითაც დადებითი ვითარებაა, რადგან რუსეთი ირანს არ ეხმარება.„ირანს ძალიან ძლიერად ვუტევთ, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთს იქ არაფერი გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ფაქტორია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზეც მიმდინარეობს და ის პროცესის ნაადრევად შეწყვეტას არ აპირებს.„არ ვაპირებ მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას. თუმცა ამის გაკეთების უფლება ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მაქვს. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციების შეჩერებით პუტინს ხომ არ უჭერს მხარს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.„მე მხარს ვუჭერ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამას ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ზელენსკი ვითარებას დიდად არ უწყობს ხელს. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინელი ქალის განცხადებაზე, რომელშიც, მისი თქმით, ქალი ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინელი მამაკაცების დაღუპვაში. ტრამპის განცხადებით, ქალი ამბობდა, რომ უკრაინელი მამაკაცები იღუპებიან, ბევრი მათგანი ფეხებს კარგავს, ზოგი კი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ამ ქალის დაპატიმრება სურთ.ჟურნალისტის კითხვაზე, უზიარებს თუ არა აშშ უკრაინას ინფორმაციას რუსეთის თავდასხმების შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის და უკრაინის დასახმარებლად დიდი რესურსი აქვს გაღებული.„დიახ, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. ძალიან ბევრს ვაწვდით. იცით, რა? უკრაინას ბევრი რამ მივეცით, მათ კი ჩვენთვის არაფერი მოუციათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები