ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი „მეგობარ აქტში“, რომლის მეშვეობითაც აშშ მხარს დაგვიჭერს და გვერდით დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტში“ გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს.„ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“. ეს „მეგობარი” – შემთხვევითი სიტყვა არ არის, ეს არის შემოკლება, ანტონიმი იმ აქტისა, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და უდიდესი მხარდაჭერით, აქ იგულისხმება ქართველი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია აშშ-ს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა და ასევე შეერთებული შტატების პარტნიორი ამ რეგიონში.მმართველი გუნდის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი და გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს, მაგრამ ასევე „მეგობარი აქტი“ იმიტომ არის „მეგობარი აქტი“, რომ ძალიან კარგად და პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდი დაუდგება ქართულ სახელმწიფოს თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს, ხოლო ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო იყოს დასავლური სამყაროს ნაწილი, აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო კურსი აქვთ არჩეული. აქედან გამომდინარე, „მეგობარი აქტი“ არის ქართველი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება “ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბრალდებულ ი.გ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს.როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯაროვდება მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებული კადრები, რომლის მიხედვით მის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ბრალდებულ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებული ვიდეომასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;
09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო ერთ წუთამდე და გამოვიდა;
09:32 საათზე დარიგდა საკვები;
11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;
11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა ერთ წუთამდე;
12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;
13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;
14:03 საათზე დარიგდა საკვები;
14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;
14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;
14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;
15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;
15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;
15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;
15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. შლუზიდან.
15:58 საათზე ბრალდებული შეჰყავთ კლინიკა „ვივამედში“.გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები საზოგადოებას ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარებისკენ უფრო მეტი მზაობა აქვს, ვიდრე მანამდე.მედიის ცნობით, ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის არის საკვანძო, წლის დასაწყისიდან ბარელზე, დაახლოებით 15 დოლარით დაეცა.„ვფიქრობ, რუსეთთან, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, და ფასიც დაეცა, შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურს. გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ომის არცერთი მხარე არ აქვეყნებს მსხვერპლის შესახებ განახლებულ მონაცემებს.
ერთი წლის წინ, როცა „მეგობარი აქტი“ დააინიცირეს, ვთქვი, ვერ მიიღებენ-მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, სანდრო, მართალი იყავი, შემეშალაო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.რაქვიაშვილი აქვეყნებს სქრინს, სადაც მისი და თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარებია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.„ერთი წლის წინ „მეგობარი აქტი“ დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ-მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ამდენი არ იცის. ახლა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, სანდრო, მართალი იყავი, შემეშალაო, მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება სამყაროში. დავდებ ამ სქრინს, იქნებ, ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა ჩერგო შეცდომას აღიარებს“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
„ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.მისივე თქმით, პარტია ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს აირჩევს.„რაიონული კონფერენციები უკვე დასრულდა, პარტიული ყრილობა 13:00 საათზე იქნება. პარტია ახალ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს აირჩევს. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება. ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბოჟაძემ.