სამმა ამერიკელმა სტუდენტმა, რომელიც იტალიაში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით ჩავიდა, იტალიური პასტის მომზადება გადაწყვიტა, თუმცა ქვაბში წყალი არ ჩაუსხამთ. შედეგად, საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა მხოლოდ მეხანძრეების ადგილზე მისვლის შემდეგ მოხერხდა მისი ჩაქრობა. ინფორმაციას nzherald-ი ავრცელებს.
ფაქტის გავრცელებას სოციალური ქსელების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: “დაბრუნდნენ ამერიკაში და ჰამბურგერები ჭამონ” – წერენ ისინი.
ერთ-ერთმა იტალიელმა მზარეულმა კი, გოგოებს კულინარიის გაკვეთილები შესთავაზა.