ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა –ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე წერს.
შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

