დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიაში მონაწილეობისას, განსაკუთრებული სიამაყით ვფიქრობდი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მაშინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ირანმა პატივი სცა ქართველი ხალხის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ნებას-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი და ფოტეობს და ვიდეოს გვიზიარებს.
,,26 მაისი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ არის;
ეს არის თავისუფლების, ეროვნული ღირსებისა და ისტორიული არჩევანის დღე.
ირანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.
მოგვიანებით, ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რაც შეიძლება სწრაფად ეღიარებინა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიაში მონაწილეობისას, განსაკუთრებული სიამაყით ვფიქრობდი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მაშინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ირანმა პატივი სცა ქართველი ხალხის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ნებას.
ვუსურვებ საქართველოს, რომ მისი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ეკონომიკური განვითარება იყოს მტკიცე, წარმატებული და მდგრადი — რეგიონთან და მსოფლიოსთან თანამშრომლობისა და მშვიდობის გზაზე.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

