ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ალი მოჯანი-ათასობით მორწმუნე სამებაში, სული, რომელიც საქართველოს ზეციდან დაიფარებს -საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

,,წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, — ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა.
იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება.
ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო.
მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა.
ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა.
წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო.
საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა.
ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს.
ამინ”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთმა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობა დაგმო

ჩინეთმა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობა დაგმო და მას მიუღებელი უწოდა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა, რომ პეკინმა დაგმო ირანის სახელმწიფო ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები.„ჩინეთი შოკირებულია ამ განცხადებით. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების. ირანელი ლიდერების მკვლელობა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები კიდევ უფრო მიუღებელია. ამჟამად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მძვინვარებს, დაძაბულობის ესკალაცია და გავრცელება ხდება. დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა საერთაშორისო საზოგადოების საერთო მისწრაფებაა. ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და არ დაუშვან რეგიონში ვითარების კონტროლიდან გამოსვლა“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე

დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე-საქართველოს საპატრიარქოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე საპატრიარქოდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გუშინ გადაასვენეს. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.წერილში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ილია მეორე საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში.„თქვენო აღმატებულებავ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საერთაშორისო სამდივნოსა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ასაფ ჰაჯიევის  სამძიმრის წერილში.

პედრო სანჩესი – ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმეს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმნა ირანში მიმდინარე ომი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროპის მიერ ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ჩემი მხრიდან რა გზავნილიც იქნება ლიდერებთან არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები დიპლომატიურ გამოსავალში. მე მჯერა, რომ ეს ომი ურთიერთდაკავშირებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ დანარჩენ ომებთან“, – აღნიშნა სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე.რაც შეეხება ევროპის ჩართულობას, სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და საერთაშორისო სამართალს.„ევროპა დაფუძნებულია მულტილატერალიზმსა და ერთობლივი გადაწყვეტილებების პრინციპებზე და არა ცალმხრივზე. საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე, ერებსა და საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პატივისცემაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში, ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ და მთელმა ესპანეთის მოსახლეობამ დაგმო დაწყების მომენტიდან. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – თქვა სანჩესმა.

იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: “ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში”

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება."ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება - ესაა უმთავრესი."ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს" - ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა", - წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს - "თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი".

ბოლო სიახლეები