სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ალექსი ახვლედიანი – როგორც ვიცი, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.

„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.

„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს“.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები