ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

ალექსანდრე თამაზაშვილი – მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა – უამრავი ბინძური ჭორით მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“

მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა – უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა“.

„ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“. ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.

17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა, შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში, ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით. ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა, რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა: „მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული“. და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა. მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო. ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.

ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა. ესეც ხდება. თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ – სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა. წერილის გამოგზავნიდან – ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული, უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა, თუმცა ვერ შევძელით“,- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ბოლო სიახლეები