ლეგენდარული ფრანგი მსახიობის ალენ დელონის ვაჟის თქმით, მამას დაჰპირდა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში, როცა მსახიობი ევთანაზიას გადაწყვეტს, მასთან ერთად იქნება. აღნიშნულს BBC ავრცელებს.
„დიახ, მართალია. მან თავად მკითხა ამის შესახებ“, – თქვა დელონის უფროსმა ვაჟმა ენტონიმ ინტერვიუში.
ენტონისთვის ეს იქნება უკვე მეორე შემთხვევა, როცა უკანასკნელ გზაზე უნდა გააცილოს მშობელი.
„მართალია, ბოლო წუთამდე დავრჩი დედაჩემთან და მართალია, მან თავად გადაწყვიტა ევთანაზიის გზით სხვა სამყაროში გადასასვლელად“, – აცხადებს მსახიობის ვაჟი.
ლეგენდარულ მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ ევთანაზიის მომხრეა.