ხუთშაბათი, სექტემბერი 17, 2026

ალეკო ელისაშვილი: ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია

ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე გამოვიყურებით ჩვენ, ოპოზიცია. ისინი უფრო მწყობრად მიდიან, ოპოზიციაში კიდევ ერთმანეთის ლანძღვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და რჩება ძირითად დესტრუქციულ ძალად. რევოლუცია რომ უნდა და რომ არ გამოდის მეთორმეტე წელია, აი, ამ ძალად რჩება და დანარჩენების მოხრჩობას ცდილობს ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციის წევრებზე შეტევა კარგი რამეა. ძალიან დაქსაქსულად გამოვიყურებით.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია ყველა მიმართულებით. ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ. ყველას ყელი მოგვიღერებია. ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე – ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი...

ილაპარაკოს გრიგოლ ლილუაშვილმა რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ელის თუ არა სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის „ალაპარაკებას“.კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრის უფლება ყველა პატიმარს აქვს, რაც დემოკრატიის ნაწილია.„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას - წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”.“ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და “ენჯეოებს” იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ “ენჯეოები” და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.ცნობისთვის, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მთავრობის №119 დადგენილებით 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა და პირველი საგრანტო განაცხადების მიღება იმავე წლის ივლისში დაიწყო. სააგენტოს დაარსებას წინ უძღოდა “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიზანი დასავლური დონორები ორგანიზაციებისგან საგრანტო დაფინანსების შეზღუდვა იყო. მმართველმა გუნდმა ამის ალტერნატივად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა და საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება

რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ყველაფერს აკეთებს.მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ძალიან სძულთ.„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა. სწორედ ეს ომი იწვევს დიზელის საწვავზე ფასების ზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 22:22 საათზე, დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 5კმ-ში მოხდ .მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – თუ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროპული იდეა ცოცხალია, შევხედოთ უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში უნდა შეიქმნას იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროპელებს ექნებათ განცდა, რომ საერთო სახლს ეკუთვნიან.ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია.მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნები მალე მიიღებენ ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევს, სადაც მათი პროგრესი იქნება ასახული.„ჩვენ უნდა შევქმნათ იმის განცდა, რომ რაღაცა უფრო დიდს, საერთო სახლს ვეკუთვნით. ჩვენ, ევროპელები, ყოველთვის ერთად ვიქნებით. თუ ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროპული იდეა ცოცხალია, უნდა შევხედოთ უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს. ახლოდან უნდა შევხედოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირთან ახლოს არიან, რადგანაც მათი მომავალი ჩვენს კავშირშია. მალე შევთავაზებთ გზამვლევს კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს. ეს პროცესი კვლავ იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული და კვლავ ვიმეორებ – ჩვენი ღირებულებებისადმი პატივისცემა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო სიახლეები