ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025

ალეკო ელისაშვილი – ლევან ხაბეიშვილი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ენერგიული, მონდომებული, პატივს ვცემ, თუმცა მას თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენ – ჩვენს გზაზე

ლევან ხაბეიშვილი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ენერგიული, მონდომებული, პატივს ვცემ, თუმცა სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს. ასე რომ, მათ თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ – ჩვენს გზაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას 4 ოქტომბრის აქციასთან  დაკავშირებით, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გამოკითხვას თავისი მეთოდოლოგია აქვს.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის აქციაზე არ იქნება, რადგან არჩევნებში მონაწილეობით ხედავენ თავიანთ გზას.

„ლევანი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ენერგიული, მონდომებული, მებრძოლი ბიჭია, უშიშარი, რასაც მე ადამიანებში ძალიან ვაფასებ. თუმცა სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს და მეთოდოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, მათ თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ – ჩვენს გზაზე. ორივე გზა, წესით, ერთად უნდა იყრებოდეს და ეს ამათი დამარცხებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თავად პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და მისთვის სულერთია, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი.

„კონსულტაციები მიდის, მაქსიმალური ვადა არის 4 სექტემბერი, როცა შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში მიდის გახარიას პოლიტიკურ გუნდთან. ეს არის ძალიან სწორი, ჯანსაღი პროცესი. ძალიან მომწონს ეს პროცესი, ბოლოს და ბოლოს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში 2 ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ კოორდინირებულად იმოქმედოს. ერთმანეთი კი არ ლანძღოს, არამედ კოორდინაციაში იყოს საერთო საქმისთვის, საერთო მიზნისთვის და ძალიან მალე გაირკვევა, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი კანდიდატი. მე ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, აბსოლუტურად სულერთია. არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა მაქვს, აი, ამ მავნებლების დამარცხების გარდა. სადაც საჭიროა, იქ ვიქნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციის შანსებზე საუბრისას ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი თუ ლანძღვას მორჩება, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

„შანსები გვაქვს. დანარჩენი ოპოზიცია ჩვენს ლანძღვას რომ მორჩება და კარგად გაიაზრებს რეალობას, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას. პატივისცემით ვეკიდებით ჩვენდამი დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მათგან პატივისცემით ნაკარნახევი არ არის. თუმცა ვიცი, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს, ამათი დამარცხება, უბრალოდ ისინი სხვაგვარად უყურებენ, ჩვენ – სხვაგვარად. შანსები გვაქვს და თბილისში უნდა დავამარცხოთ, თბილისი უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად - პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია.პარიზელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგეს

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

„ასოშიეთედ პრესი“ – აშშ დროებით ხსნის სანქციებს რუსულ ტრანზაქციებზე, რომლებიც საჭიროა ალასკაზე შეხვედრის მოსამზადებლად

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად აშშ-ის სანქციებით აკრძალულია.ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა, სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.

გიგა ცხელიშვილი-როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა

როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა-წერს პატარა შოშიების მამა გიორგი ცხელიშვილი

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ბოლო სიახლეები