შაბათი, ივნისი 14, 2025

„აი, უკვე 80 წელია, ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს!“-„დღეს ანსამბლ „სუხიშვილების“ დაბადების დღეა!

ქართული ნაციონალური ბალეტი(„სუხიშვილები“ )80 წლის გახდა!1945 წლის 11 ივნისს ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დღეს ანსამბლის დაბადების დღეა!

1945 წლის 11 ივნისს ჩვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსით!

აი, უკვე 80 წელია ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს!“

 

 

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. 

პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი. 

ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.

1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი — ნინო სუხიშვილი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ირანის დატოვება შეძლონ

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობის, ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 86 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ამჟამად აზერბაიჯანშია ევაკუირებული. ისინი ძირითადად, ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრის წევრები არიან.ევაკუირებულთა შორისაა ყაზახეთის ექვსი მოქალაქე.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

14 ივნისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.ამის შესახებ სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.უკრაინაში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში ექსპერტიზა ჩაინიშნება, რათა დადგინდეს, რომ ნამდვილად უკრაინის მოქალაქეთა ცხედრებია.უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს გადაუხადა.ამავე დროს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინულ მხარეს რუსეთისთვის დღეს არცერთი ცხედარი არ გადაუცია.

ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას

ერევანი ირანზე გმობს ისრაელის თავდასხმას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, ეჭვქვეშ დგება რეგიონის მყიფე სტაბილურობა.„ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეგიონში მყიფე სტაბილურობას და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.ამასთან, განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.„ირანზე ცალმხრივი თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული… – დუბაიში, 67 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

დუბაიში, 67 სართულიან ცათამბრჯენში ხანძარი გაჩნდა - შენობიდან თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.მაშველებმა ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს და აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა. მაშველებმა 764 ბინიდან 3 820 ადამიანი გაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.მათივე ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინერიაში.მეცნიერების დაღუპვას ადასტურებენ ირანშიც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო ექვსი მეცნიერი.

ბოლო სიახლეები