ორშაბათი, აგვისტო 25, 2025

აიათოლა ალი ხამენეი – ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია

ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ხამენეის თქმით, თეირანი არასდროს დაემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას.

„მათ სურთ, რომ ირანი დაემორჩილოს ამერიკას. ირანელი ერი მთელი თავისი ძალით დაუპირისპირდება მათ, ვისაც ასეთი მცდარი მოლოდინები აქვთ. ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ არ გამოვაქვეყნოთ ლოზუნგები აშშ-ის წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია“, – აღნიშნა ხამენეიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – წარმოუდგენელია სხვისი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ქვეყანა, „ქართული ოცნება“ მსგავს გადაწყვეტილებებზე ხელს არ მოაწერს

სამართლიანი დამოკიდებულება და შეფასება როდესაც არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა – საქართველო არის წინ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ახორციელებს რეფორმებს და შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ, კანდიდატ ქვეყნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.„რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუქცევადია, მაგრამ როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან, მაშინვე არის არასამართლიანი შეფასება. ზოგადად, მათი შეფასებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე. სამწუხარო რეალობაა ორმაგი სტანდარტი ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ორი რამ არის: ერთი – საქართველო არ ჩაერთო ომში, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს, უკრაინას შეხიდებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო; მეორე – ქვეყანა არ შეუერთდა იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც დამღუპველი, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს.„ომი რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. უკრაინა არის ამის „კარგი“ მაგალითი. როგორ შეიძლება, ვინმეს მოეწონოს ის უბედურება, რაც უკრაინაში ტრიალებს? მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სრული კატასტროფა მიიღო ქვეყანამ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა, დაღუპული ადამიანები. უმძიმესია ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება შემოტევები, თავდასხმები, მუქარები, რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი პოლიტიკით აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახა კალაძემ ასევე უპასუხა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება.„მიზეზები ავხსენი, რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულებაა. რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა. წარმოუდგენელია გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც, იცი, რომ დამანგრეველი, დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში უსამართლობასა და ტყუილზეა დაფუძნებული.„შინაარსი ხომ აქვს მოთხოვნებს? ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს? ცოცხლად რომ წვავდნენ, ქვებს ესროდნენ? მოძალადეს ასაკი არ აქვს. როდესაც ხარ დამნაშავე, ისვრი ქვას, ხელკეტს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, შეურაცხყოფას აყენებ და შემდეგ გაქვთ მცდელობა, ასეთი ადამიანი გმირად გამოიყვანოთ? ეს არის რეალობა. ვერ ხვდებით, რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში. ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ და ამიტომაც გაქვთ საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა, ხართ უმცირესობაში. სწორ ანალიზსა და შეფასებებს თუ გააკეთებთ, მიიღებთ პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა შეადგინეს

„პროექტის ფარგლებში GIS სისტემაში შეიქმნა ნიადაგის დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი წყლების, ნიადაგებისა და სასურსათო პროდუქტების სისუფთავის დადგენის საკითხებში, რაც უშუალო კავშირშია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ხოლო ფიტორემედიაციის განხორციელება მაღალმთიან რეგიონში და თანაც ღია გრუნტის პირობებში ნამდვილად ინოვაციურია, რადგან ასეთი კვლევები პირველად ჩატარდა რეგიონში. ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებილ უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც უდაოდ პროექტის დიდი წარმატებაა და რაც უდაოდ დიდ გავლენას მოახდენს მიმართულების სფეროზე და მის განვითარებაზე”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ლალი შავლიაშვილი აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფმა ლალი შავლიაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ეკატერინა შუბლაძემ და გულჩინა კუჭავამ საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურსა და ლენტეხში ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასების მიზნით კომპლექსური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყალის ჰიდროქიმიური შედგენილობისა და დაბინძურების კლასიფიკაცია.როგორც პროექტის ხელმძღვანელი ლალი შავლიაშვილი აცხადებს, განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შედგა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, ხოლო დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგებზე მოხდა ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვა და მისი ეფექტურობის დადგენა ნიადაგის გაწმენდის მიზნით.ლალი შავლიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საველე სამუშაოები, კერძოდ, აღებული ნიადაგის ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) მეთოდიკით და ასევე, ლაბორატორიული კვლევა ISO და US EPA სტანდარტული მეთოდიკებით, მოხდა.„საქართველოში დარიშხანით დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადა­მუ­შავება და დარიშხანშემცველი ნაერთების წარმოება. დღეისათვის ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება, მაგრამ მომავალ თაობებს მაინც რჩებათ დაბინძურებული ნიადაგები. დღემდე სოფლებში - ურავი და ცანა, სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარი­შხ­ანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების (4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი, რასაც ემატება რუსეთიდან შემოტანილი ათასობით ტონა დარიშხანშემცველი ნარჩენი მათ შორის, ღია ცის ქვეშ მიმობნეული) დიდი პარტიები. დაბინძურების მთავარ წყაროდ მიგვაჩნია ის ნიადაგები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დარიშხანის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასურსათო პროდუქტებში As-ის განსაზღვრის შედეგები გვიჩვენებს, ყველა პროდუქტში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დარიშხანის შემცველობა აღემატება ზდკ-ს, განსაკუთრებით მაღალია ეს შემცველობები ხახვში, კარტოფილში, სტაფილოში, ვაშლში, ყურძენსა და ლობიოში. შედარებით ნაკლებია დარიშხანის შემცველობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აღებულ სასურსათო პროდუქტებში, ზოგიერთ პროდუქტში დარიშხანის შემცველობა უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ-ს (ხახვი, ვაშლი, ყურძენი და ლობიო)“, - განაცხადა შავლიაშვილმა.სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, დაბინძურებული ნიადაგის აღდგენაში მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას დიდი როლი აქვს. როგორც ჯანიკაშვილი აცხადებს, ფიტორემედიაციული მეთოდებით, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ტოქსიკანტი, შეიძლება იქნას მოცილებული გარემოდან, რადგან ახლოსაა ზედაპირთან, შესწევს შეუქცევადობის უნარი, არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ფარავს დიდ ზედაპირებს, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და არაა ძვირად ღირებული, ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოყენება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.„საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში, ნიდაგის ფიტორემედიაციისა და ფიტომიგრაციის მიზნით შერჩეული იყო სხვადასხვა ჯიშის კოსმოპოლიტური მცენარეები, რომლებიც კარგად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს: ჯიჯლაყა-Amaranthus gangeticus, თეთრი ნაცარქათამა-Chenopodium album და მზესუმზირა- Helianthus annuus. ფიტოექსტრაქციისას მცენარეები ნიადაგიდან და წყლიდან დამაბინძურებელს ითვისებენ და ინახავენ მცენარეთა მოსავლიან ბიომასაში. ჰიპერაკუმულატორი მცენარეების მიერ შეთვისებული ლითონის კონცენტრაცია საშუალოდ 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის სახეობებში. ჩვენს მიერ შერჩეული მცენარეები მიეკუთვნებიან ჰიპერაკუმულატორებს. ჯიჯლაყა დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგზე ერთ თვეში-ზრდის პერიოდში ნიადაგს დარიშხანისაგან ასუფთავებს 72-81%-ით“, - აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, თავდაპირველად, ადგილობრივმა გამოცემა "გურიის მოამბემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის დინებამ წაიღო.მომხდარზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 146-146 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე დაიბრუნა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები.როგორც რუსეთში აცხადებენ, გათავისუფლებული ტყვეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს რუსეთში ჩაიყვანენ, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას თავდაცვის უწყების სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.რუსეთში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯეი დი ვენსი – იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება

იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა ოპტიმიზმი გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიპლომატიის მიმართ.„ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ენერგიულ დიპლომატიაშია ჩართული, რათა მკვლელობების შეჩერება სცადოს. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ამით უნდა იამაყოს, რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი. დასრულდება ომი სამ თვეში თუ ექვს თვეში – იმედი მაქვს, რომ არაუმეტეს ექვს თვეში – ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას. ზოგჯერ გვგონია, რომ რუსებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსებით. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ამის მისაღწევად გვჭირდება და არ მგონია, რომ ეს ერთ ღამეში მოხდეს“, – განაცხადა ვენსმა.მისი თქმით, მკვლელობების შეჩერება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა რუსები და უკრაინელები რაიმე შუალედური პოზიციის პოვნას. ამასთან, ვენსის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნახეს გარკვეული სახის დათმობები როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთისგან.„ჩვენ გვჯერა, რომ უკვე ვნახეთ ორივე მხარისგან მნიშვნელოვანი დათმობები, სულ რაღაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მე არ მითქვამს, რომ რუსები ყველა დათმობაზე წავიდნენ. მაგრამ რაც მათ დათმეს, არის აღიარება, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ. მათ აღიარეს, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. წავიდნენ თუ არა ისინი ყველა საკითხზე დათმობაზე? რა თქმა უნდა, არა. უნდა დაეწყოთ თუ არა ომი? რა თქმა უნდა, არ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ვენსმა.

ბოლო სიახლეები