კვირა, ივნისი 15, 2025

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ირანის დატოვება შეძლონ

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობის, ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 86 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ამჟამად აზერბაიჯანშია ევაკუირებული. ისინი ძირითადად, ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრის წევრები არიან.

ევაკუირებულთა შორისაა ყაზახეთის ექვსი მოქალაქე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფაბიან რუისმა „ატლეტიკოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს მართავს. მისი მეტოქე „ატლეტიკოა“.შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა. ასისტი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოს გარეთ დასარტყმელად დაუგორა რუისს. მან კი გამოზომოლი დარტყმით ფრანგები დააწინაურა.1:0 – წინ პარი სენ-ჟერმენია.

რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი – რას წერს უცხოური გამოცემა

34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ - ასევე წარმატებით დაიცვა.Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული ასევე ფინანსური სარგებელი. კერძოდ, მაგალითად, „UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი:გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის.უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი. ამას დაემატა ბონუსები, რის შედეგადაც ამ გამარჯვებით ჯამში დვალიშვილმა 1.43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ამის შემდეგ იყო UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ტიტულის დაცვისთვის, სადაც კვლავ გაიმარჯვა. ამ ბრძოლიდან მან საბაზისო 500 000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო, ბონუსმა კი 50 000 აშშ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, დვალიშვილს აქვს რამდენიმე სპონსორობის ხელშეკრულებაც ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Flash Motors, Nabeglavi, StarPro Combat, Panini America, AMC Hyundai-Las Vegas, 31Betsocial და GA Logistics LLC.ამასთანავე, ის Athlete Studio-სთან თანამშრომლობით მართავს ონლაინ მაღაზიას და აქვს YouTube არხი 100 000-ზე მეტი გამომწერით, რაც მას დამატებით შემოსავლის წყაროს უქმნის.გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ დვალიშვილს საქართველოს მთავრობამ UFC 306-ზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ 1 მილიონი ლარის (დაახლოებით 367 000 აშშ დოლარის) ოდენობის ფულადი ჯილდოc გადასცა.ინფორმაციისთვის, გამოცემის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობა არ მოიცავს გასულ კვირას დვალიშვილის მიერ UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, სხვადასხვა უცხოური გამოცემა წერს, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენმა მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

ანსამბლ „ბერმუხა“ უხუცესი წევრი, მუჰამედ ირემაძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ანსამბლ „ბერმუხა“ უხუცესი წევრი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამარ გუდავა ავრცელებს.„გარდაიცვალა ჩვენი ბერმუხა, ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი წევრი, 104 წლის მუჰამედ ირემაძე. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ცეკვა „განდაგანას“ უბადლო შემსრულებელი, ქართული ფოლკლორის და ჩვენი კუთხის კულტურის დიდი ქომაგი. გვემახსოვრებით და მუდამ ვიქნებით თქვენი ღვაწლის დამფასებელი…“ - წერს აჭარაში კულტურის დეპარტამენტის უფროსი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანს სურდა დონალდ ტრამპის მკვლელობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა ირანს სურდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ  Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, „ჰქონდა თუ არა ნეთანიაჰუს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ბრძანება პირდაპირ ირანიდან იყო“, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად უპასუხა.„მათ მისი მოკვლა სურთ. ის ნომერ პირველი მტერია. ტრამპი გადამწყვეტი ლიდერია. მან არასოდეს აირჩია ის გზა, რომელიც სხვებმა აირჩიეს – სუსტი მეთოდით მოლაპარაკება მათთან, რაც ძირითადად მისცემდა მათ ურანის გამდიდრების საშუალებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანს მისი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.„ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.შეგახსენებთ, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა. პირველად 13 ივლისს, პენსილვანიის შტატში, როდესაც მხარდაჭერებს მიმართავდა, მეორედ კი, 15 სექტემბერს ფლორიდის გოლფის მოედანზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – მისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები