ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კარლო კოპალიანი: ხშირად ამბობენ, [გიული ალასანიამ] მიზერულ ფასში მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი, რომ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. 2006 წლის შეფასებებით,...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, აცხადებს, რომ „ყველანაირი პირობა პრივატიზაციის დარღვეულია. დარღვეულია აუქციონზე პირობების დადგენის პირობები; კანონდარღვევაა ქონების შეფასებისას; კანონდარღვევაა ინფორმაციის გამოქვეყნებისას და პრივატიზებული ვალდებულებების შესრულების ჩათვლისა და საკუთრების მოწმობის გაცემისას“.„კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25%, ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდეგ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა, თუმცა, არსებობს ცნობები, როცა მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა.აი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მიზერულ ფასში აიღო, მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი უფრო სხვანაირად, საერთოდ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ, 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება. ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ფაქტობრივად წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32 ათასი სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს 32 ათასი სტუდენტი გახდა 15 ათასი სტუდენტი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მის შემდგომ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით, ბოლოს მისულ რექტორატს, რომ უნივერსიტეტი დაჰბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც იყო ადრე“.-განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კარლო კოპალიანი: ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუა-ბებიამ დაუტოვა მილიონები, მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით

ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუა-ბებიამ დაუტოვა ეს მილიონები, მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის ხელით, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.დასმულ შეკითხვას ქონების საფასურთან დაკავშირებით, კოპალიანმა უპასუხა, რომ დღევანდელი შეფასებით 100 მილიონზე მეტის იყო.„ქონების საწყისი ფასი, მაგრამ აქ ყველა ქონება არ არის, ეს ერთი მოვიპოვეთ ჩვენ, 5059 კვ. და კიდევ 4000 კვადრატი - ორი მილიონი ლარია და ბიჯით, აუქციონის მიხედვით იყო ერთი ბიჯი გაკეთებული 50 ათასი. აი ეს გადასახადი გადაუვადეს სხვასთან ერთად შემდგომ. მაგრამ ჩვენ დავთვალეთ ესე უხეშად 30 მილიონის ქონება იყო, დღევანდელი შეიძლება 100 მილიონზე მეტიც, დღევანდელი შეფასებით“.

ბექა ძამაშვილი – 20 ივნისის საქმეზე კითხვებზე პასუხები ქვეყნის შიგნით არის გასაცემი, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ფორმატი, ერთ-ერთი კი შეიძლება, იყოს საგამოძიებო კომისია

ევროპულ სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით თებერვალში ზეპირი მოსმენა გაიმართა და მთავარი შეკითხვა იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მითითება – შენიშვნა უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული.როგორც ბექა ძამაშვილი განმარტავს, ევროპულმა სასამართლომ კითხვები სახელმწიფოს დაუსვა და შესაბამისად, პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოს ასარჩევია, ეს რა ფორმატში მოხდეს.„20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პალატამ გამოაცხადა გასული წლის მაისში, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ევროპულ სასამართლოს რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან – მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან. ასევე გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნები, თუ რამდენად სწორად მოხდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება, რამდენად შეიძლებოდა ზიანის შემცირება, აცილება ან მინიმიზაცია. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ თებერვლში დიდ პალატაშიც გაიმართა ზეპირი მოსმენა და მოსამართლეებს შეკითხვა ამ მიმართულებით ჰქონდათ. მთავარი შეკითხვები იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო. გახარია? სტრასბურგის სასამართლოს ეს მითითება- შენიშვნა, რაც სახელმწიფოსთან მიმართებაში არის გაკეთებული ფაქტობრივად უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა/ განხორციელება სწორედ ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული. ეს კითხვები ევროპულმა სასამართლომ დაუსვა სახელმწიფოს და შესაბამისად, კითხვებზე პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით. რა ფორმატში მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ფორმატი, მათ შორის ერთ-ერთი ფორმატი შეიძლება, იყოს პარლამენტში არსებული საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი დავით გურგენიძეს: როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე ელჩებს, როცა იგებენ, რომ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს ქონება წაართვა და დედამისს გადასცა – ამასაც გამოხატვის თავისუფლებად...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რიტორიკული კითხვა დაუსვა.გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუ როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, როცა უნივერსიტეტს სტუმრობენ და დავით გურგენიძისგან იგებენ, რომ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს ქონება წაართვა და დედამისს გადასცა.„როგორც ბრძანეთ, ტექნიკურ უნივერსიტეტს ხშირად სტუმრობენ ელჩები, რა დროსაც იყენებთ შესაძლებლობას და მათ იმ ქონებას აჩვენებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წაართვა უნივერსიტეტს და, ზოგადად, საზოგადოებას. საინტერესოა ელჩების პოზიცია, რადგან ზოგიერთი ელჩი გამოხატვის თავისუფლებას „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაშიც კი ხედავს.როგორი რეაქცია აქვთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩებს - მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ქონება დედამისს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აჩუქაო, ამას ხომ არ ამბობენ? რადგან, შეიძლება ესეც გაამართლონ. თან ეს 2008 წლის ომის პერიოდია, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბრილიანტის შესყიდვით იყო დაკავებული, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია - ტაბახმელაში მიწების ყიდვა-გაყიდვით და პრეზიდენტი სააკაშვილი - დედამისისთვის ქონების ჩუქებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ როგორია ელჩების პოზიცია ამასთან მიმართებით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კარლო კოპალიანი გიული ალასანიას უნივერსიტეტზე: როდესაც ყველა ქონება წაიღეს, არ ეყოთ – ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და შიდა ეზოდ აქცია

როდესაც ქონებები, ყველაფერი წაიღეს, არ ეყოთ. იქ ერთი ქუჩაა, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის და ეს ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და ქუჩა შიდა ეზოდ აქცია. სამაგიეროდ, ჩვენს უკანა ეზოზე გამოითხოვა სერვიტუტი და ვინ ეტყოდა უარს, სერვიტუტი დღესაც ადევს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება.კოპალიანის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ტექნიკური უნივერსიტეტის 22 000 სტუდენტი სპორტული მოედნის გარეშე დატოვა და სტადიონზე ავტო პარკირება მოაწყო."მე ახლა მერიასთან ვმუშაობ , ამ კომისიის დიდი იმედიც მაქვს. სპორტულ მოედანზე მოაწყო პარკირებები. ფაქტობრივად, ჩვენი 22 000 სტუდენტი, სპორტული მოედნის გარეშეა. გვაქვს დახურული სტილის სამი სპორტული დარბაზი, მაგრამ, ყველა სტანდარტით აღჭურვილი სტადიონი ეს ერთი გვქონდა და ისიც მან წაიღო და მოაწყო ავტო პარკირება. პარკირებაზე კი ისე ვერ შედის, იყენებს ჩვენს ეზოს, რადგან, როგორც გითხარით, ქუჩა დაკეტა და შიდა ეზოდ აქცია. ჩვენ არ ვნებდებით და ვფიქრობ, როგორც სხვა საკითხები დაგვიყენებია მერიის წინაშე, ამ საკითხსაც დადებითად გადავჭრით." - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ბოლო სიახლეები