ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე – არის მსხვერპლი

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა ვხედავთ, რომ ეს მიდგომები კვლავ ძალაშია და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია,...

ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს, ამის სანაცვლოდ ვხედავ ხოლმე უხეშ, ზოგად განცხადებებს, ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე, როცა ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებაზე, ქმედებაზე, ყოველთვის ჩვენს განცხადებებს ვაფუძნებთ ფაქტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს არის ჯანსაღი მიდგომა.„ეს არის ევროპული მიდგომა, რასაც ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვალავ ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშირად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთის მიმართულებიდან. იმედია, ეს შეიცვლება. ეს სჭირდება პირველ რიგში ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მიზანი არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმედია, გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა

თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს.ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.კახა კალაძემ ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.„წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაა „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას – შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა – ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე, იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.„ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს – დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს.გიორგიმ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად „დინამო არენაზე“ ფარერებთან გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.გიორგი ლორია 1986 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა. 17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, რომლის მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა. ლორიამ საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა.„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, 2014 წლის ივლისში კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო. შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა. გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.2019 წლის ზაფხულში კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გუნდის პირველი მეკარე იყო. 2023 წლის ივნისში ლორია „დინამოს“ დაუბრუნდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანია.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 78 შეხვედრაში მოირგო – იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის განსამტკიცებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად გამოგვდის

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ განვითარებაზე, რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები