ავტოსაგზაო შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში მოხდა. მიკრო ავტობუსი, რომელშიც 20-მდე პოლონელი ტურისტი იმყოფებოდა, წყლის არხში ჩავარდა. შედეგად მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.