ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ავარია გორში – არის მსხვერპლი

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ყაზახეთიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსაყვანად და აღსანიშნავია, რომ  ძალიან წარმატებული იყო გასული წელი ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების კუთხით. სასიხარულოა, რომ „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და გვემატება ახალი მიმართულება ატირაუდან, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,   ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.„ყაზახური ავიაკომპანია ახალ მიმართულება ამატებს და დამატებით სიხშირეებს განახორციელებს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შემოიტანს მეტ ტურისტულ დანახარჯებს და გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში ცხრა სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.სამინისტროს ცნობით, ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს ხუთი ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

სერგეი ლავროვი – 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, ირკვეოდა, რომ გვატყუებენ, ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში

უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე, ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“, – თქვა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.„ახალ ევროპელებს თუ სურთ, გააკეთონ ისე, რომ უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის და ყველაფერში გაერკვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას, ვიმედოვნებთ, აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აჩვენებს, რომ რუსეთს ამ ომის გახანგრძლივება სურს.ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი.„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის უკვე შეხვდა გუნდს, რომელიც საუდის არაბეთში ამერიკელ კოლეგებს შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკო დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქი დამასკო დაბომბა.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები გახდა.ისრაელის სამხედროების მტკიცებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული საქმიანობა სამეთაურო ცენტრებიდან.პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამასოს გარეუბანში „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ზიად ნახალეს სახლიც დაიბომბა, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა.ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისლამურ ტერორიზმს არ ექნება იმუნიტეტი დამასკოში და არც სხვაგან.ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტული საქმიანობის ორგანიზება სადაც არ უნდა მოხდეს, სირიის ისლამისტი ლიდერი ალ-ჯულანი ყველგან ნახავს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს.

ფატი ხალვაში – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩამომაყალიბა როგორც პროფესიონალი და მომცა ბიძგი კარიერული განვითარებისთვის

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში. აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფასეულობები მაძლიერებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს.როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფატი ხალვაშმა უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.მან 1986 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრული მანქანების სპეციალობით, ხოლო 2023 წელს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტურა, არის საჯარო მმართველობის დოქტორი.ფატი ხალვაშის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისი წინსვლის მთავარი მიზეზია. ასწლოვანი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილება, ასევე, ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან ურთიერთობა იძლევა საუკეთესო, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.„მიზნებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა, მიმიყვანა საქართველოს პარლამენტამდე, სადაც მქონდა პატივი, მემსახურა ჩემი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. სწავლის პერიოდში გამიმართლა - მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები და თანაკურსელები, რომლებმაც მაქციეს უკეთეს სტუდენტად, დამეხმარნენ აზროვნების განვითარებაში და მოტივაცია მომცეს, ყოველთვის მეძებნა ახალი შესაძლებლობები. სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა მყარი საფუძველი, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე დამეხმარა. დოქტორანტურაზე საჯარო მმართველობის სპეციალობით დავიცავი დიპლომი. ეს არის სფერო, რომელმაც მომცა მმართველობის, პოლიტიკის დაგეგმვისა და საჯარო ინსტიტუტების მუშაობის შესახებ ღრმა ცოდნა. უნივერსიტეტმა მასწავლა პასუხისმგებლობა - გააზრება იმისა, რომ კარგი მმართველობა და ეფექტიანი ლიდერობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საჯარო მმართველობის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ალმა-მატერში მიღებულ ცოდნას მიუძღვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ახალგაზრდებს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ. თქვენი პოტენციალი უსაზღვროა, მჯერა, რომ დაუღალავი შრომით შეძლებთ დიდი მიზნების მიღწევას, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ“, - აცხადებს ფატი ხალვაში.

ბოლო სიახლეები