სამშაბათი, ივლისი 22, 2025

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი, წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისებაზე უამრავი მაგალითი...

ე.წ. დიფ სთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.„ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, არასასურველი შედეგები რომ დგება, ყოველთვის შემოაქვთ რუსული თემა. მათი მედიების ჩართულობით, რომლებიც მძლავრად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი, მიდის გაშავების პროგანდა, რომ ეს პოლიტიკოსი თუ პარტია არის რუსეთუმე, რუსეთის წარმომადგენელი, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც სასურველი შედეგი არ დგებოდა, ასე ხდებოდა. მაგალითად, გახსოვთ, როგორი კამპანია იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული. ჩვენ როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდით, ბევრი დაგვცინოდა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და უკვე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს „დიფ სთეითზე“, გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებსა და უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა პროპაგანდის სახით. ეს იყო რუსული ნარატივის შემოტანა და დაბრალება.საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. აქაც იგივე დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს, რუსულ საქმეს ვაკეთებთ. ვერავის მოჰყავს ერთი მაგალითი მაინც, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსულ კომპანიებზე გასხვისების შესახებ. დღეს, საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

შალვა პაპუაშვილი – გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.„გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთკაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში - ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა. 

ირაკლი კობახიძე – გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა

გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას.„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს. საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ – მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არამარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50 პროცენტი. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტმა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

„იმედს ვეპოტინებით… მეორე დღეა, სიცხემ დაიწია…“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „პრაიმტაიმთან“ თაკო ჩარკვიანი საუბრობს.„ვეპოტინებით და გვიხარია, რომ მეორე დღეა, სიცხემ დაიჭირა, როგორც იტყვიან. სეფსისს, როგორც სჩვევია, ერთი დღე ავარდებოდა ხოლმე სიცხე, მეორე დღეს ჰქონდა 36.6, უცებ ისევ 39-მდე აუწევდა.ახლა არ ვიცი, თქმა მეშინია — ოდნავ რაღაც გამოკრთა. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, დინამიკაში სტაბილურობაა და არა უარესობა. სიცხის გამო, შეუძლებელია ხოლმე კომუნიკაცია, არ არის ხოლმე კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუმჯობესდება, იმავე წამს ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭებმა დარეკეს, ყველამ მოიკითხა, მთელი ესტრადა რეკავს და კითხულობს...“ – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ბოლო სიახლეები