სამშაბათი, ივნისი 3, 2025

ადვოკატი – ნიკა მელიას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს, არავითარი ზარის უფლება, აქვს დაზიანება მაჯის არეში, მისი გზავნილია – ბრძოლა ბოლომდე

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას აყვანა იყო კრიმინალური გატაცება.

„ეს იყო კრიმინალური გატაცება. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მათ გადასცეს, რომ ობიექტი მანქანაშიაო და ამის მერე ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს. დააგდეს ძირს, ჩასვეს ფარდებიან სამარშრუტო მანქანაში, სადაც ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი. ვინაიდან „ფეისიაიდი“ უყენია, ცდილობდნენ გახსნას, მაგრამ ვერ გახსნეს. ხვალ დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მის გამოცხადებას სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზე და განმარტება გააკეთოს.

მას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს – არავითარი ზარის უფლება, მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, მას აქვს დაზიანება მაჯის არეში. იქცეოდნენ როგორც ველურებიო, – ნიკა ასე გადმოსცემს. ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს.

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ამბავი სადაც არ არის კამერები. ეს ადგილი განგებ იყო შერჩეული.

ცალსახად სახეზეა პირის განზრახ უკანონო დაკავება, სახეზეა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული, რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე.

გზავნილია ნიკასი – ბრძოლა ბოლომდე, ღიმილის მომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, აუხსნელია ეს“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები