სამშაბათი, აგვისტო 18, 2026

ადა მარშანია – ქალბატონი სალომე ბუნებით ძალიან რთული ქალბატონია და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა, ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში

ვერ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში, იმას, რომ ამ კრიზისს რამენაირად მშვიდობიანად მოვუაროთ, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

„ქალბატონი სალომე ბუნებით ძალიან რთული ქალბატონია და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა, ასე ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში. ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს იმას, რომ ამ კრიზისს ჩვენ რამენაირდ მშვიდობიანად მოვუაროთ, ვერ გეტყვით ამას“, – თქვა ადა მარშანიამ.

ადა მარშანია, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, პარლამენტში იმყოფებოდა. ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას და საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, - წერს ღარიბაშვილი.

ნიკა გვარამია – ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და „ქოცების“ გახარებას

შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად არ ვპასუხობ პოლიტპატიმარ სააკაშვილს და თუ ვპასუხობ, ისიც ციხეში მყოფი ჩემი მეგობრების ან პარტიის წევრების დაბულინგების გამო. არცერთხელ პირადად ჩემზე თავდასხმას არ გამოვხმაურებივარ, არცერთხელ, – ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, უსინდისობასაც, უპასუხისმგებლობასაც და თავხედობასაც.„ამ უბედურებაში და დავიდარაბაში, როცა ქვეყნის გაყიდვის რეალობის წინაშე ვართ; როცა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვიმზადებენ, ხოლო ძველი ისტორიის ოქროს ფურცლად გამოგვიცხადეს; როცა აფხაზეთის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და აშკარაა, რომ რუსული სქემა თამაშდება რეჟიმის მიერ; როცა ქოცები ერთმანეთს დარეულები და აშკარად აჭრილები არიან;როცა ყველა ერთად უნდა ვემზადებოდეთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და ძალებს ვაერთიანებდეთ,დღეს ათასი ტყუილი იკადრა სააკაშვილმა. ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები გვეძახა. ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, „რატომღაც“.ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ, რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა.ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები.ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სააკაშვილის ტყუილებს და შეურაცხყოფებს პასუხს თუ გასცემ, ეგრევე ჩაგრულის მანტიით შემოსილი გამოდის მისი „მარადის მსხვერპლი“ პარტია (ფეხბურთში დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი ყველაფერზე რომ წუწუნებს და მიზეზობს, „კაცი დაგვიმტვრიესო“, დაახლოვებით ისე) და მოყვება საჯარო გოდებას და სასაცილო კონსპირაციების მოყოლას. ბაბლი კიდევ ნაპერწკლებს აკვესებს, „რა დროს ეს იყოო“. ოღონდ თავად სააკაშვილი სწორ ადგილზე ოპოზიციის გინების კორიანტელს რომ აყენებს სისტემატურად, იმას შემწყნარებლურად უნდა უყურო თურმე. თითქოს პოლიტიკურად საწყალი და შესაბრალისი იყოს ციხის საკნიდან საკუთარი თავის უალტერნატივო ლიდერად გამომცხადებელი კაცი. არაა და არც უნდა იყოს საწყალი.მისი მმართველობის წლები, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, ჯერჯერობით საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არც უსინდისო ტყუილებს უნდა წერდეს, მეგობრებო, და შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდეს ყველას და ყველაფერს. არც ყველაფრის ჩამშლელი და ყველას მაგინებელი უნდა იყოს და არც მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი. და ციხე აქ უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ზის, თინეიჯერიდან 70-ს გადაცილებულ მსოფლიო ვარსკვლავამდე. და კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა ერთობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახლა.სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და „ქოცების“ გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ.ps. ვოლი კომენტარებისთვის ჩაკეტილია. არავის გინება არ შედის ჩემს ამოცანებში და არც ამ საკითხზე ვინმეს პოზიცია მაინტერესებს“, – წერს ნიკა გვარამია.

გურამ მაჭარაშვილი – აფხაზეთი მათთვის არ არის თავის ტკივილი, ერთადერთი თავის ტკივილია, პატრონებს მოაწონონ თავი, აქ არეულობა შემოიტანონ

ბარამიძეს განცხადება წამოცდენა არ ყოფილა, მით უფრო, მეორე თუ მესამე დღეს განმარტა და კი არ უარყო, არასწორი ვთქვი ან შემეშალაო, რისკენაც მოუწოდეს ქართველმა გენერლებმა, არამედ თქვა, დიახ, უბრალოდ სიტყვა დახვრეტა კი არა, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინაო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თუ მოკლავ ადამიანს, რომელიც ჩაგბარდა და აღარ გესვრის, რა მნიშვნელობა აქვს, დახვრეტას დაარქმევ თუ სროლას.„პირდაპირ მორიგ ჯერზე დააბრალა ქართველ ჯარისკაცებს ჩაბარებული ხალხის, ანუ ტყვეების დახვრეტა ან სროლა. მათ აფხაზეთი არასდროს აინტერესებდათ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და შემდგომაც გამოჩნდა. ამას მიემატა გვარამიას განცხადება, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა. მერე ვითომ უარყო, აფხაზეთი არ ვიგულისხმეო, მაგრამ აბა, ვისი წარმომადგენლები იყვნენ, 2-3 წლის წინ რომ გვეუბნებოდნენ, გაიარეთ, გაისეირნეთ აფხაზეთში ტანკებითო? ვინ იყვნენ ესენი? ვინმეს ეგონა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ტანკებით გასეირნება დამთავრდებოდა აფხაზეთის და დანარჩენი ტერიტორიის აღდგენით? ძალიან კარგად იცოდნენ, რითაც დამთავრდებოდა. 2008 წლის შემდგომ ხელისუფლებაში 4 წელი იყვნენ, თვითონ რატომ არ გაისეირნეს ან ტანკებით, ან „ბეტეერებით“ აფხაზეთში? იმიტომ მიუთითებდნენ, რომ ვერ აღწევდნენ იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა. აფხაზეთი მათთვის საერთოდ არაა თავის ტკივილი. მათი ერთადერთი თავის ტკივილია, როგორმე პატრონებს მოაწონონ თავი, რომ აქ რაღაც არეულობა შემოიტანონ, იქნება ეს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, რუსთაველის გამზირიდან თუ ნებისმიერი ადგილიდან. ეს განცხადებები ზუსტად ამას მოწმობს.რაც შეეხება კითხვას, რას შესთავაზებს ქართული ხელისუფლება აფხაზებს, ჯერ იმაზე გასცენ ქართველ ერს პასუხი, რა შესთავაზა წინა ხელისუფლებამ რვა თუ ცხრა წლის განმავლობაში? ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ შესთავაზეს ომი, მერე არაფერი შეუთავაზებიათ გარდა იმისა, რომ, სამწუხაროდ, დეოკუპაციის პროცესს ხელს კი არ უწყობდნენ რუსეთთან მიმართებით, ხელს უშლიდნენ. როცა შენ საუბრობ, რას სთავაზობ აფხაზურ მხარეს, ჯერ თვითონ უნდა თქვა, რას სთავაზობდი ან რას შესთავაზებ. ეს ხალხი კომენტარის ღირსიც ხომ არაა, არ უყვართ თავიანთი ქვეყანა. არცერთი კუთხე არაა მათთვის მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის განცხადება ნიშნავს, რომ შენ საქართველო არ გიყვარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის,​ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.

როდემდე გაგრძელება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ – სოციალურ ქსელში კამპანიები არასდროს დამიგეგმავს, მე ვამხელ და...

არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს.როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს იტყვის.„არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ, ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“ - წერს ირმა ინაშვილი.ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება."დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.

ბოლო სიახლეები