ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

აბონენტებს, რომლებსაც შეღავათი ეხებათ და გადასახადი უკვე დაფარეს, „თბილისი ენერჯი“ თანხას სააბონენტო ბარათზე დაუბრუნებს

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს, რომლებსაც შეღავათი ეხებათ და გადასახადი უკვე დაფარეს, თანხას სააბონენტო ბარათზე დაუბრუნებს. ამასთან, აბონენტებს, რომელთაც ეს შეღავათი ეხებათ და თანხა ჯერ არ დაუფარავთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში.

მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად.

აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად“, – აცხადებენ კომპანიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო  ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სერგეი ლავროვი – ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია

ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შემდეგ ზელენსკის მისმა უფროსმა ამხანაგებმა აუხსნეს, რომ არ შეიძლება ასე სულელურად მოქცევა და საჭიროა მოლაპარაკებები.ლავროვმა სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინტრიგული უწოდა.„რა თქმა უნდა, ყველა უკრაინაზე საუბრობს ინტრიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სტამბოლში, სიტყვასიტყვით ამ საათებსა და წუთებში ვითარდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება.

როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო, ეს “არაკორუმპირებული” ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი – მამა და შვილები...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს."როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. თავისმა თანამშრომლებმა გამოაგდეს. კარები აუჭედეს და რის გამო?!- გამოძიებასა და მის სამსახურს შორის წილების გაყოფაზე. ეს "არაკორუმპირებული" ახალაია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიწერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ სიებით. ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები, ერთი ოჯახი," - განაცხადა დავით ქანთარიამ.

„წვიმა, ნალექი, სეტყვა…“ – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

15 მაისს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმა იქნება. +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებაზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შანსი არ არის

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

ბოლო სიახლეები