თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა
სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი – რა დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით?
ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე - პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც რუს ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად. თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა.
უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. "მთავარისთვის" ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები - 2 პირი - ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.
“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის – ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ – ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში...
ოკუპირებულ აფხაზეთში გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა. გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია “აიაშარა“ ტელეგრამარხზე წერს, ხანძარი ჩოლარიების სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანი შენობა წუთებში მოიცვა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე გალის რაიონის ე.წ. გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.
“უბედური შემთხვევის დროს ოჯახში მხოლოდ მოხუცი ბებია იმყოფებოდა, რომელმაც გადაწყვიტა, გასათბობად ღუმელში ცეცხლი დაენთო. მას საწვავი აერია და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა. ბენზინი აალდა, აფეთქების შემდეგად, შიშისგან ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა. შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და გააპროტესტეს კანონი, რომლითაც მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა
პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია - პერფორმანსი იმ "უსამართლო და უგუნური" კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი პროტესტს მაინც გააგრძელებენ. აქციის მონაწილეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირს პერიოდულად ხელს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მიხეილ ყაველაშვილი – შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
„ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
ნაიჯელ ფარაჯი – ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია
ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია, – ამის შესახებ ბრიტანეთის „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ მან იყიდა „ტვიტერი“, ახლა რეალურად გვაძლევს ადგილს, სადაც ჩვენ გვაქვს სათანადო ღია დებატები ბევრ რამეზე. „ფეისბუქი“ და „მეტაც“ კი ახდენენ ადაპტირებას ახალ სამყაროში“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.
„რეფორმის“ პარტიის ლიდერმა დაიცვა ილონ მასკი მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო „ბრიტანეთის გაუპატიურების თანამონაწილე“, როდესაც მან ვერ შეძლო გაუპატიურების ჩამდენი ბანდების სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის სამსახურის ხელმძღვანელმა 2008 წელს.
პარალელურად, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რეფორმის“ პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება, რადგან ნაიჯელ ფარაჯს არ გააჩნია საჭირო უნარები.
მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ ფარაჯი და კონსერვატორები ეთანხმებიან მასკის მოწოდებებს კრიმინალური ბანდების სკანდალის ეროვნული გამოძიების შესახებ, გაჩნდა განხეთქილება ამერიკელ მილიარდერის მიერ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდაჭერის გამო, რომელიც ამჟამად იხდის 18-თვიან პატიმრობას სასამართლოს უპატივცემულობისთვის.
მასკმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე აქტივისტს და ამტკიცებდა, რომ რობინსონი „სიმართლეს ამბობდა“ ბანდების შესახებ.
რობინსონის მხარდაჭერის შესახებ კითხვაზე, ფარაჯმა განაცხადა: „ის ხედავს რობინსონს, როგორც ერთ-ერთ ამ ადამიანთაგანს, რომელიც იბრძოდა ბანდების წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ ტომი რობინსონი ციხეშია არა ამის გამო, არამედ სასამართლოს უპატივცემულობის გამო.