ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

NDI – გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 31% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% – ძალიან კარგად აფასებს, 32% – საშუალოდ, 16% – ცუდად, 6% – ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად – 17%, საშუალოდ – 34%, ცუდად – 24%, ძალიან ცუდად – 10%, 10%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% – კარგად, 30% – საშუალოდ, 25% – ცუდად, 11% – ძალიან ცუდად, კითხვაზე არ უპასუხა 20%-მა.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად – 34%, ძალიან ცუდად – 20%, 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჰელსინკის კომისია – „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს“.„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, საპატიმრო სასჯელი, ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის“ იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება“ მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის“ ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის – 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის – წინაშე დგანან“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი ათამაშა – ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. სიახლე იყო ნახევარდაცვაშიც – ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული, გიზი მამაგეიშვილი გამოსცადა.მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.პირველი რეალური საგოლე მომენტი „ჯვაროსნებმა“ 31-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ისრაელის ნაკრების მეკარე შეცდა, გადაცემა კიტეიშვილმა ჩაჭრა, კარში კი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები გოლს გადაარჩინა.

აბას არაღჩი – აშშ-ს ორმაგი სტანდარტი აქვს, მისთვის ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ხოლო აგრესორების წინააღმდეგ ირანის თავდაცვას გმობს, საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.ამის შესახებ აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადას, ამართლებდა დახმარების შეწყვეტას „უსაფრთხოების“ არგუმენტით, ამავე დროს გმობს ირანის ქმედებას, როცა ის თავს იცავს ჰორმუზის სრუტეში. ორმაგი სტანდარტი: ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ირანის თავდაცვა აგრესორების წინააღმდეგ კი – დასაგმობი. საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის“, – წერს აბას არაღჩი.

დონალდ ტრამპი – მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.„ისინი სულელები არ არიან, პირიქით, ძალიან ჭკვიანები არიან გარკვეული თვალსაზრისით“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით

ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ირანის საელჩოს თქმით, ესპანეთი საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს.„მნიშვნელოვანი ამბავი: ირანი ესპანეთს საერთაშორისო სამართლის ერთგულ ქვეყნად მიიჩნევს, ამიტომ ის მზადაა, მადრიდიდან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნის მიმართ“, – წერს ირანის საელჩო.როგორც „როიტერი“ იუწყება, ესპანეთი არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც თეირანმა მსგავსი პირობა მისცა. ამასთან გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ესპანეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ღიად დაგმო. 28 თებერვლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის, მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა.

ბოლო სიახლეები