NAEC-მა საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

NAEC-მა საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

NAEC-ის ინფორმაციით, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

„იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლითა და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით და გახსნათ საგამოცდო ბარათი“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

Comments

კომენტარები