კვირა, ნოემბერი 15, 2026

Apple-მა გამოუშვა ახალი iPad Air-ი, რომელიც iPad Pro-ს არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა გაცილებით იაფი ღირს. რომელი პლანშეტი სჯობს?

განსაკუთრებული ანალიტიკური უნარი საჭირო სულაც არ არის, რათა ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის iPad Air-ი ბოლო წლების აიპედებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქნება.

რა განსხვავებაა iPad Air-სა და iPad Pro-ს შორის?

ახალი Air-ი აკეთებს თითქმის ყოველივე იმას, რაც უფრო მოწინავე iPad Pro- ს შეუძლია, თუმცა ის შესამჩნევად  ნაკლები ღირს. Air-ის ფასები 600 დოლარიდან იწყება, 11- დიუმიანი Pro-სი კი 800-დან. მეტი სიმარტივისთვის, ამ ორ მოდელს შორის არსებული განსხვავებები განვიხილოთ. Air-ს აქვს დისპლეი, რომელსაც ეკრანის მაღალსიჩქარიანი განახლების ფუნქცია არ აქვს. Pro ვერსიების გადატვირთვა წამში 120 კადრის სიჩქარით ხდება, Air-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია. Air-ს მხოლოდ ორი, Pro-ს კი – ოთხი დინამიკი აქვს. 2020 წლის Air-ს უწინდებურად მხოლოდ ორი კამერა აქვს: ერთი წინა და მეორე უკანა პანელზე. Pro-ს კი სელფის კამერის გარდა, აქვს ძირითადი და ფართოკუთხოვანი კამერა, ასევე – სპეციალური ოპტიკური სკანერი „ლიდარი“, რომლის საშუალებითაც სივრცის გაანალიზება და ფოკუსის გასწორებაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, iPad Air-ს არ აქვს Face ID ტექნოლოგია, რომელიც ტელეფონის განბლოკვის შესაძლებლობას მისი მფლობელის სახის საშუალებით იძლევა. ამის ნაცვლად, აქ ფუნქციონირებს თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID, რომელიც მოწყობილობის ჩართვის ღილაკშია ჩამონტაჟებული. IPad Air- ის ძირითად ვერსიას 64 გიგაბაიტი მეხსიერება აქვს, ყველაზე  მოწინავეს კი – 256-ი. IPad Pro- ს ძირითად ვერსიას 128-გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულს – 1 ტერაბაიტი.

ამავდროულად, IPad Air-ი Apple-ის ყველაზე თანამედროვე და პროდუქტიულ პროცესორზე – A14 Bionic-ზე მუშაობს. iPhone 12-ში სწორედ ეს უკანასკნელია ჩამონტაჟებული. 2020 წლის Pro-ს კი უფრო ძველი ჩიპი – A12Z Bionic-ი აქვს. ზოგადად, ყველა ძირითადი განსხვავება სწორედ ამაში მდგომარეობს.

და რა მსგავსებაა iPad Air-სა და iPad Pro-ს შორის?

ბოლოს და ბოლოს, Air-ის სერიის ტაბლეტების დატენვა თანამედროვე MacBooks-ის, Nintendo Switch– ის ან Android-ის ტელეფონების USB კაბელებით გახდა შესაძლებელი (გამონაკლისია iPhone-ი). IPad Pro-ში კი USB-C საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩაამონტაჟეს.

IPad Air-ის დიზაინი ახლა უკვე Pro ვერსიის სტილშია გადაწყვეტილი: კვადრატული კიდეები და შემცირებული ჩარჩოები. თუმცა Air-ი შეფერილობის მიხედვით ბევრად მრავალფეროვანია. Pro ვერსიას მხოლოდ ნაცრისფერი და ვერცხლისფერი ვარიანტები აქვს, ხოლო Air-ი ღია მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი და რა თქმა უნდა, ნაცრისფერი და ვერცხლისფერიც არის.

Air-ი მეორე თაობის Apple Pencil-ის ჭკვიან ფანქარზეც მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანშეტი საკმაოდ გამოსადეგია მხატვრებისთვის, დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ადრე, იმავე მიზნის მისაღწევად, ძვირადღირებულ Pro ვერსიებს ყიდულობდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ უფრო იაფფასიანი მოდელები მხოლოდ პირველი თაობის Apple Pencil-ზე მუშაობდნენ. Magic Keyboard-ის კლავიატურაც კი „ტრეკპადით“, რაც ტაბლეტს თითქოს ჰაერში ლავირების საშუალებას აძლევს, 2020 წლის Air-საც აქვს. თუ თქვენ Magic Keyboard-ს უკვე ფლობთ 11-ინჩიანი Pro-სთვის, მისი გამოყენება Air-თანაც შეგიძლიათ.

რატომ უნდა ვიყიდო Pro, თუ Air-ს თითქმის იგივე მონაცემები აქვს?

თითქმის და არა სავსებით. iPad Pro-სა და  iPad Air-ის შედარებისას როგორც სპეციალისტები, ისე მომხმარებლები, პირველ რიგში, ამ უკანასკნელის შენელებულ მუშაობაზე საუბრობენ. ამის მიზეზია ეკრანის განახლების დაბალი სიჩქარე. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ 1 კვირის შემდეგ ეს სხვაობა ასეთი თვალშისაცემი აღარ არის. ექსპერტების შეფასებით, Pro ვერსიის ოთხი დინამიკიც გადასარევია, თუმცა თავისი ფუნქციის შესასრულებლად Air-ის ორი სტერეოდინამიკიც სრულიად საკმარისია.

მომხმარებლებს განსაკუთრებული დისკომფორტი ჩართვის ღილაკში ჩამონტაჟებულმაTouch ID-მ შეუქმნა. მოწყობილობის განბლოკვისთვის, მას უნდა დააჭიროთ თითი და ცოტა ხანს ასე გეჭიროთ. პირველ რიგში, ამ პროცესს Face ID-ზე მეტი დრო სჭირდება. მეორე მხრივ კი, ეწინააღმდეგება iPhone- ში Touch ID- ს გამოყენების უკვე ჩამოყალიბებულ ჩვევას, როდესაც ღილაკს აჭერთ და თითს ეგრევე უშვებთ. თუმცა არც ეს არის ტრაგედია და მიჩვევა შესაძლებელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი წუთ-ნახევარში დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება და 1 მარცხია.რამდენიმე წუთში ტატამზე კიდევ საბა ლაზიშვილი და გიგა ჭიკაძეც იასპარეზებენ. საბა ლეგენდარულ ურაია ფეიბერს, ხოლო გიგა ზაბიტ მაგომედშარიფოვს დაუპირისპირდება. ორივე მათგანი ამერიკულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

ბოლო სიახლეები