პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური
კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ
სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ
ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა ვასიკო ფირუზაშვილმა, ირაკლი
ღვინიანიძემ, ანი სირბილაძემ, სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის
თანადამფუძნებლებმა და კლუბის წევრებმა, გაცვალეს ინფორმაცია „EventyAp“
აპლიკაციის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა „EventyAp“ არის ინოვაციური მობილური აპლიკაცია,
რომელიც ცვლის ღონსძიებებთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცდილებას. აპლიკაცია
მომხმარებლებს და ორგანიზატორებს სთავაზობს დინამიურ და ჩამთრევ პროცესს
ბილეთების შერჩევის მომენტიდან ღონისძიებაზე მიღებული ემოციების გაზიარებამდე.
ნებისმიერი ღონისძიების გვერდზე, ერთ სივრცეში გამოცდილების გაზიარების მიზნით,
„EventyAp“-ში შესაძლებელია აიტვირთოს მოკლე ფორმატის ვიდეო.
„საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, სტუ-ს, მიეცა
ოფიციალური ნებართვა ჩამოაყალიბოს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი.
კლუბი ჩამოყალიბდა საბაკალავრო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება”
სტუდენტების ომარ ჰოსსამისა და ფარნავაზ ტყემალაძის ინიციატივით. Google
დეველოპერთა სტუდენტური კლუბმა (GDSC), უკვე მეორე შეხვედრა, პირველი –
საინფორმაციო, მეორე კი პროფესიული კუთხით, გამართეს. შეხვედრის მთავარი
სპიკერი იყო სწავლების (ML) ექსპერტი, ანზორ გოზალიშვილი. გარდა ამისა,
სტუდენტები შეხვდნენ სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებს.
მნიშვენლოვანია, რომ კომპანია EventyApp-ი გაფართოვებას გეგმავს და ვაკანსიებს
აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ამ
მიმართულებით შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უნივერსიტეტს შესაბამისი მემორანდუმი
აქვს გაფორმებული კომპანიასთან. სტუტენტებს შორის საკმაოდ ძლიერი უკუკავშირი
შედგა, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და წამოიჭრა ინიციატივები. მინდა
წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პარტნიორებს“, – აცხადებს
პროფესორი თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბის სამომავლო ღონისძიებები
დაგეგმეს, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიება გუგლის დეველოპერთა სტუდენტური
კლუბის Solution Challenge-ის ჰაკათონისათვის მზადებაა. ასევე, სტუდენტებმა ისაუბრეს
მომავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, როგორიცაა, „რობოტების ბრძოლა“, რომელიც
„ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების

ფაკულტეტის სტუდენური სახელოსნოს ორგანიზებით ტარდება, დაიგეგმა EventApp-ის
დამფუძნებლებთან შემდგომი თანამშრომლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები