კვირა, მაისი 11, 2025

რატი ბრეგაძე: თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას, საინტერესოა, ვისი მტრობაა საქართველოს ინტერესების დაცვა და ვის ემსახურებიან ამ კამპანიის ავტორები?

მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება,  ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისათვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იცით, შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? – მამა შალვას განმარტება

ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა ქართულ კულტურაში, რომელსაც თან სდევს მრავალი წესი, ტრადიცია და თქმულება. საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებულა გარკვეული პერიოდები, რომლებიც ხელსაყრელად ითვლებოდა ქორწილისთვის, და ასევე თვეები, რომლების დროსაც ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი თვეა მაისი. „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები