აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისევ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინს არასდროს მისცემდა უფლებას თავს დასხმოდა უკრაინას.
ტეხასის შტატში, უეიკოში ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-მა დაიწყო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.
„მე მათ მივეცი ასობით და ასობით Javelin-ის რაკეტა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის აზრით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე და გაურკვევლობა.
„როგორც კი მომიწია წასვლამ – შეიძლება მას ვუწოდოთ მაშინდელი კატასტროფა – როგორც გინდათ, – მათ მაშინვე დაიწყეს ჯარების განლაგება საზღვრებთან“, განაცხადა ტრამპმა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ტრამპი ამბობდა, რომ პუტინს სურს „უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდება“. ახლა კი მისი სიტყვებით, ის არ გაჩერდება, ვიდრე არ მიიღებს მთლიანად {უკრაინას}.
არჩევის შემთხვევაში ტრამპმა პირობა დადო, რომ მყისიერად შეაჩერებს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. „როდესაც გავხდები პრეზიდენტი, მე ამას 24 საათში მივაღწევ“, – განაცხადა ტრამპმა.
„ვდგავარ რა აქ, თქვენს წინაშე მე ვარ ერთადერთ კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქვას შემდეგი: “მე შევაჩერებ მესამე მსოფლიო ომს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.