პარასკევი, მაისი 9, 2025

რატი ბრეგაძე: „ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“

„ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს. ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემგანაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდესასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვებარაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.  რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცამან ეს არ გაიკეთა. ამავდროულადსაზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევეისიც მხედველობაშია მისაღებირომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული  მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები