საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მკურნალობას არანაირი შედეგი არ აქვს.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება.
„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს. არ ვიცი, ხერხემალი მოჩანს აქედან. კეთდება გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა? ე.ი. შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას? ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ეს ამათ ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება. იმდენად დასუსტებულია, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.