ორშაბათი, მაისი 12, 2025

ინოვაციური მეთოდი გორის ჰოსპიტალში COVID 19-ს წინააღმდეგ

როდესაც გორის ჰოსპიტალში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმყოფებოდა, შეხვედრის შემდეგ, მან ჟურნალისტებს კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული ჯგუფი ჰოსპიტალში COVID 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ინოვაციური მეთოდით მკურნალობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მართვის ჯგუფი გორის ჰოსპიტლის თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის საპატიო დოქტორმა ნინო ჭუმბურიძემ ჩამოაყალიბა.

Qartli.ge გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ნინო ჭუმბურიძესთან.

– ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორის ჰოსპიტალში არსებულ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც COVID 19-ის წინააღმდეგ თქვენი მეშვეობით გამოიყენება. საუბარია კომორბიდულ დაავადებებათა მართვაზე. რას ნიშნავს ეს დაავადებები და რა მართვაზე საუბრობდა ბატონი თენგიზი?

– მოგესალმებით, პირველ რიგში ბატონ თენგიზ ცერცვაძეს მთელი კოლექტივისა და ხელმძღვანელობის სახელით, კიდევ ერთხელ ვუხდი უღრმეს მადლობას სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ბატონი თენგიზი ჩვენს ქვეყანაში covid-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს ხელმძღვანელობს და მას ყოველდღიურად (ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერაც) მუდმივი კავშირი აქვს რესპუბლიკის მაშტაბით ჩართულ თითოეულ ცხელებისა და covid-19-ის მიმღებ ცენტრებთან. მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, მან გაითვალისწინა კოლექტივის უდიდესი სურვილი პირადად შეხვედრის შესახებ, რაც განპირობებული იყო, რამოდენიმე კლინიკური შემთხვევის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის უკვე არსებული და ახალი მიდგომების შესახებ ჯანსაღი დისკუსიის სურვილით. როგორც თავად ბატონმა თენგიზმა აღნიშნა, სხვა covid-19-ის ცენტრების (ქუთაისი, საჩხერე, თბილისი) მონახულებასაც გეგმავს უახლოეს პერიოდში.

1. კომორბიდული დაავადება, ნიშნავს პაციენტის იმ ქრონიკულ დაავადებას, ან დაავადებებს, რომლის ან რომელთა მიმდინარეობაც შესაძლოა გართულდეს covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ან თავად ამ დიაგნოზმა დაამძიმოს covid-19 და ამ პროცესმა თავისთავად უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესზე, ასევე მის სიცოცხლეზეც კი.

მოგეხსენებათ, რომ ეს სრულიად ახალი, ჯერ კიდევ ჰიპოთეზურ დონეზე შესწავლილი ვირუსია თავისი ბუნებით და მოქმედების მექანიზმით. „ჯანმომ“ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) covid-19-ის თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, სიმსუქნე.. ლეტალობის მხრივ რისკ-ფაქტორებად ოფიციალურად გამოაცხადა. (სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ოფიციალურ განცხადებამდე 1 თვით ადრე, სიმსუქნე,

ჩვენი ჰოსპიტლის შიდა გზამკვლევში, ე.წ „გაიდლაინში“ უკვე შეტანილი გვქონდა) ჩვენ კიდევ უფრო გავშალეთ შესაძლო რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი. კერძოდ მხედვცელობაში მივიღეთ შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის მომიჯნავე პათოლოგიები:

ა) ნახშირწყლებისადმი ტოლერანტულობის დარღვევა,
ბ) მეტაბოლიური სინდრომი,
გ) პრედიაბეტი

ყველა ის დაავადება რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს (ჰიპოფიზი, ფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმლისზედა ჯირკვლების დაავადებები). ყურადღება გავამახვილეთ სასუნთქი სისტემის ქრონიკულ დაავადებებზე (ფილტვის ქრონიკული, ობსტროქციული დაავადება-ფქოდი, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი..) ასევე ფარული ან მანიფესტირებული სისხლდენით ან მის გარეშე მიმდინარე გასტრო-ინტესტინალურ პათოლოგიებზე (გასტრო დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადებები და სხვა). ასევე ამა თუ იმ ორგანოს ან სისტემის ონკოლოგიებზე, კანისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის როგორც ინფექციურ, ასევე ზოგადად ავტოიმუნურ დაავადებებზე, რომლებიც როგორც თავისი მიმდინარეობით, ესევე მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა იმუნოსუპრესიის მიზეზი გახდეს.

მხედველობაში მივიღეთ ჩინელი სპეციალისტების მიერ აუტოფრიის შედეგად მიღებული შედეგები, რომლის თანახმადაც როგორც მიოკარდიოციტერბში, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ქსოვილებში ფიქსირდებოდა მიკრო და მაკრო თრომბების არსებობა, რაც აღნიშნული ორგანოების უკმარისობის მიზეზი ხდებოდა.ვირუსის კოაგულოპათიური მოქმედება, ასევე რისკ ჯგუფში შემავალი დაავადებები თავის მხრივ იწვევენ მიკრო და მაკრო ანგიოპათიებს, რაც იშემიური, ჰემორაგიული ინსულტების განვითარების მაღალი რისკია. ამავდროულად პაციენტთა გარკვეულ ნაწილს სხვა ტიპის ნევროლოგიური ჩივილებიც ახასიათებთ (თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, მიალგიები…)

დღეისათვის დადასტურებულია ვირუსის უნარი, შებოჭოს რკინის ატომი ჰემოგლობინის მოლეკულაში, რკინის გარეშე დარჩენილი ცილოვანი სტრუქტურა – გლობინი კარგავს ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარს, მიუხედავად იმისა რომ ეს პროცესი განვითარების მექანიზმით მკვეთრად განსხვავდება COO-თი ინტოქსიკაციის მექანიზმიდან, შედეგობრივად ეს ორი პროცესი ერთმანეთის მსგავსია; ორივე შემთხვევაში ვითარდება ჰემიური ჰიპოქსია ჟანგბადის ტრანსპორტირების დაკარგვის გამო. ე.წ „ჩუმი ჰიპოქსია“ ერთერთი ყველაზე ყურადსაღები და ადრეულად სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რომელიც დიაგნოზის დამძიმებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

– როდის დაიწყო ამ მეთოდების გამოყენება, ვინ არიან ჩართულები და რატომ გადაწყვიტეთ მისი გამოყენება?

– რომ შევაჯამო, ვირუსის ტოქსიური ზემოქმედების აგრეთვე მემკვიდრული განწყობის, მავნე ჩვევების, შესაძლო თანდართული ქრონიკული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის ძვალ-სახსროვანი, ონკო და აუტოიმუნური დაავადებების) გათვალისწინებით, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შევქმენით კომორბიდულ დაავადებათა მართვის კლინიკური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან: თერაპევტები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ტოქსიკოლოგი, ჰემატოლოგი, ეპიდემიოლოგი, ნევროლოგი. ვინაიდან ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტების მკურნალობა, მათთვის მანამდე უჩვეულო (იზოლირებულ) გარემოში ხდება, რაც ბევრი მათგანის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ქმნის, ჯგუფში ფსიქოლოგიც შევიყვანეთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფო გაიდ-ლაინს, ჩვენი შიდა ჰოსპიტალური გზამკვლევიც დავუმატეთ, რაც კომორბიდული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევების დამატებას და მათ მართვას გულისხმობს სამკურნალო კვებასთან ერთად. (შესაბამისი რაციონით და კალორაჟით) მულტიპროფილური ჯგუფის მიზანი ძირითადი დაავადების (covid-19-ის) მიმდინარეობის დამძიმების პრევენცია და პაციენტთა დროული გამოჯანმრთელებაა. ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჩვენი კოლეგების (ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები) თავდაუზოგავ შრომაში შეხიდება და მათი ძირითადი საქმის ჯერ კიდევ ჰიპოთეზურ დონეზე შესწავლილ ვირუსთან ბრძოლის შემსუბუქებას წარმოადგენს.

– ამ პერიოდის განმავლობაში, დაკვირვების შემდეგ, შესაძლებელი გახდა თუ არა რაიმე დასკვნის გაკეთება? ძირითადად რომელი თანმდევი დაავადებებისთვისაა ყველაზე მეტად საშიში COVID 19?

– ჩვენი არასრული 2 თვის დაკვირვებით, ყველაზე მეტად საყურადღებოა სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თანდართული ბაქტერიული ინფექციები.

– მსგავსი მეთოდის გამოყენების რაიმე გამოცდილება თუ არსებობს საქართველოში ან საზღვარგეთ? თუ ყოფილა დაინტერესება სხვა კლინიკების მხრიდან.

– რამდენადაც ვიცი არა, covid-19 ყოველდღიურად იმდენად გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად გამოწვევებს სთავაზობს მსოფლიო და ქართველ მედიკოსებს, რომ გასაკვირი არაა, ძირითადი აქცენტები ინფექციის დროულ ლიკვიდაციაზე და რეანიმაციულ ღონისძიებებზე რომ კეთდება. ჩვენმა ჯგუფმა უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების შემდგომი მონიტორინგის გეგმაც შეიმუშავა. სამხედრო ჰოსპიტალს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან. ვგეგმავთ გამოჯანმრთელებული პაციენტების შესაბამის ვადებში სამიზნე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურ კვლევებს ბოდიპლეტიზმოგრაფიის ჩათვლით და საჭიროების შემთხვევაში ფილტვის სარეაბილიტაციო პროგრამაში ამ პაციენტების ჩართვას.

ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო იყო, მთელს მსოფლიოში აღიარებული, მედიცინის კლასიკად ქცეული, ჩემი უფროსი კოლეგებისა და პედაგოგების: ბატონი თენგიზ ცერცვაძის; შაქრიანი დიაბეტის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ რამაზ ყურაშვილის; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მედიცინის დოქტორის პროფესორი ზაზა ავალიანის; მედიცინის დოქტორის გოგი მაღალაშვილის; მედიცინის დოქტორის, ჰემატოლოგ მაგდა ბეთანელის; ცნობილი ნევროლოგ-ეპიდეპტოლოგის, პროფესორ რუსუდან ნიკოლაიშვილის გამოხმაურება და კომორბიდულ დაავადებათა მართვის კლინიკური ჯგუფის აუცილებლობის საკითხის დადებითი შეფასება.

რევმატოლოგიის ინსტიტუტმა ასევე გამოთქვა დაინტერესება covid-19-თან თანმხვედრი რევმატოლოგიური დაავადებების არსებობის შემთხვევაში დაფიქსირების და შემდგომი კვლევებისათვის მათთან თანამშრომლობის შესახებ. ეს საკითხი ძალიან საინტერესოა, ვინაიდან მთელი რიგი რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ „პლაქველინი“ ხანგრძლივად და წარმატებით გამოიყენება.

ცალკე მინდა აღვნიშნო ქალბატონ მაგდა ბეთანელის ინიციატივა და უანგარო შრომა ჩვენი ჰოსპიტალის ჰემატოლოგ -მაია ელბაქიძესთან ერთად, პაციენტთა კოაგულოპათიებისა და ჰომეოსტაბის ნორმალიზირების საქმეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი მულტიდისციპლინარული მიდგომა ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე მხოლოდ ინფექციის და ამ ინფექციით გამოწვეული გართულებების იზოლირებული მკურნალობა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დღეს უკვე დაფიქსირდა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტში covid-19-ით დაინფიცირების ორი შემთხვევა იმდენად, რამდენადაც ანტი- ტუბერკოლოზური პირველი და მეორე რიგის პრეპარატები იწვევენ Q-T ინტერვალის გახანგრძლივებას, რასაც თავის მხრივ აგრეთვე იწვევს „პლაქველინი“-ც. ეს ფაქტი თავისთავად ცხადყოფს არამარტო მულტიპროფილური ჯგუფის აუცილებლობას, არამედ ცალკეული შემთხვევებისთვის ახალი გზამკვლევის (გაიდ-ლაინების) შემუშავების აუცილებლობასაც. უახლესი ინფორმაციით, (ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო გარკვეული ჯგუფის პრეპარატებმა ხანდაზმულ პაციენტებში მნიშვნელოვნად შეამცირეს გულის, თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ლეტალობის რისკი. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობს გუნდური მუშაობის ეფექტურობაზე covid-19-ის წინააღმდეგ.

– თუ შეგიძლიათ რომელიმე პაციენტის მაგალითზე აგვიღწეროთ მის ორგანიზმში COVID 19-ის განვითარების ეტაპი.

– პაციენტი ქალი, 59 წლის.. covid-19 ორმხრივი პნევმონიით. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიო ვასკულარული გართულებებით, გულის უკმარისობა მე-2 ხარისხის. არტერიული ჰიპერტენზიით. (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი). კომპლექსურ მკურნალობაში, ინფექციონისტებთან ერთად ჩაერთო კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, ჰემატოლოგი. ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნა როგორც ინფექციის დამარცხება, ასევე კომორბიდული დაავადებების მხრიდან გართულების თავიდან აცილება.

– ასევე ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა დავაფიქსირეთ ჩვენთან ჰოსპიტალში, რაზეც მსურს მოგახსენოთ. covid-19 დაინფიცირებულ 3 პაციენტს აღენიშნა კანზე წვრილი, მოწითალო ფერის გამონაყარი, გადავწყვიტეთ მიგვემართა ღრმა კვლევებისათვის და ამ სამი პაციენტიდან ერთს, წითურას ანტისხეულები M ნორმაზე 2-ჯერ მეტი დაუფიქსირდა.ეს მეტად საინტერესო ფაქტია და შემდგომ კვლევებს საჭიროებს. დაგეგმილი გვაქვს ამ კლინიკური შემთხვევის სიღრმისეული გავლა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან. ასე რომ covid-19 ყოველდღიურად ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და მხოლოდ ერთობლივი, გუნდური ძალისხმევით მივაღწევთ საბოლოო წარმატებას, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.

– გმადლობთ, გისურვებთ წარმატებას!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თბილისი მერთან, კახა კალაძესთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.პრეზიდენტმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კაია კალასი – სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლონდონში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.„ჩვენ ვიხილეთ, რა თქვა პუტინმა, თუმცა ღამით უკრაინაზე ისევ 100-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. ამგვარად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ, რომ რუსეთს სურს ეს, რომ მან აჩვენოს კეთილი ნება, რათა დაჯდეს და ელაპარაკოს უკრაინელებს. ეს არ ხდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მას ნამდვილად მოუნდეს მშვიდობა და დაჯდეს უკრაინასთან სასაუბროდ“, – თქვა კალასმა.ლონდონში მიმდინარე შეხვედრაში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შალვა პაპუაშვილი – ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის ოპოზიცია...

ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.პაპუაშვილის თქმით, ამას ხედავს ქართველი ხალხი და იმიტომაც არის ოპოზიცია მუდმივი „ლუზერი“ არჩევნებში.„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამმა – ცალ ფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალ ფეხზე დგომა არის მათი წესი და ნირი. სინამდვილეში, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთი ინსტრუქციას მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 21-ე საუკუნეში რადიკალურ ოპოზიციაში არის საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, რომებლსაც აქვთ ცალ ფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი „ლუზერები“ არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.ფრისის თქმით, გასულ კვირაში ლვოვში ასევე ხელი მოეწერა კონტრაქტებს, რომლის ფარგლებში მოხდება თანხების ინვესტირება უკრაინის თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში, მაგალითისთვის კი რაკეტებისა და დრონების წარმოება დაასახელა.

რომის პაპი ლეო XIV – დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი

რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.

ბოლო სიახლეები