5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს ,,წლის საუკეთესო მოხალისის’’ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

როგორც ,,ტიფლისნიუსს’’ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდიდან’’ აცნობეს, კონკურსი ჩატარდა მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს.

სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს:

  • ღასან ხალილმა – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში;
  • თინათინ მესხმა – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ დირექტორმა;
  • რევაზ ჩარკვიანმა – ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო 5 თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა. კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • განათლება
  • ანა სიხაშვილი – თბილისი, 18 წლის
  • ნიკოლოზ წიკლაური – თბილისი, 22 წლის
  • მარიამ ბეშიძე – თბილისი, 16 წლის

 

  • კულტურა და შემეცნება
  • სალომე შველიძე – თბილისი, 20 წლის
  • თამაზ ჯოჯუა – გურია, სოფელი ასკანა, 14 წლის

 

  • სოციალური სფერო
  • ანა კუპრავა – თბილისი, 15 წლის
  • ჯესიკა მეიტიევა – ქარელი, დაბა აგარა, 20 წლის

 

  • სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება
  • ალეკო ქვრივიშვილი – თბილისი, 25 წლის
  • ბარბარე მელიქიძე – თბილისი, 15 წლის

 

  • მოხალისეობის განვითარება
  • სალომე ვარამიშვილი – თბილისი, 18 წლის
  • ნათია ჭელიძე – ხულო, აჭარა, 16 წლის

 

  • ჟიურის რჩეული
  • ნიკოლოზ ლობჟანიძე – თბილისი, 14 წლის
  • ფანარა მეხტიევა – გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი, 22 წლის
  • ნანა გვარიშვილი – ქედა, აჭარა, 18 წლის
  • მარიამ ქეცბაია, თბილისი, 16 წლის
  • ვიქტორია არაქელიანი, თბილისი, 16 წლის
  • ამავე ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სააგენტომ წარადგინა “ახალგაზრდობის მოხალისეობის ეროვნული სტრატეგიის” სამუშაო ვერსია. სტრატეგია მოხალისეებისთვის განვითარებაზე ორიენტირებულ უამრავ ახალ შესაძლებლობას ითვალისწინებს.
  • პროექტი ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში’’ განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით.

Comments

კომენტარები