პარასკევი, ივლისი 10, 2026

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია II-ს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს დამატებით აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბუნდესტაგმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებდა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ „გაერთიანება 90/მწვანეების“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის პრესსამსახური ავრცელებს.8 ივლისს ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა პარტია „გაერთიანება 90/მწვანეების“ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა.როგორც ბუნდესტაგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 510 იყო, ხოლო ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.ინიციატივის ავტორები რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებზე მიუთითებდნენ და გერმანიის მთავრობას, უკრაინის რეალური საჭიროებების შესაბამისად, ფინანსური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის გაფართოებისკენ მოუწოდებდნენ.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მოდერნიზაციასა და დეცენტრალიზაციას, საავადმყოფოებისა და მოსახლეობის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ქსელის აღდგენას.„მწვანეები“ ასევე მოითხოვდნენ უკრაინაში დრონებისა და შორი მოქმედების შესაძლებლობების წარმოების გაძლიერების მხარდაჭერას და გერმანიაში Patriot PAC-2-ის რაკეტების დამატებითი წარმოების დაკვეთას.გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებდა უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ამ ქვეყნის არმიამ რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო სამიზნეები, მათ შორის, სამეთაურო პუნქტები, სარაკეტო გამშვები დანადგარები, სამხედრო აეროდრომები, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობები, ასევე სამხედრო წარმოების ობიექტები უფრო ეფექტიანად გაანადგუროს.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები.„განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა. ასევე, გავიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, დავსახეთ კონკრეტული გეგმები და გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ამის დიდი ინტერესი აქვთ.„რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის სწორად დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრა გამართა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 31 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 21.4625 გრ. ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონს", რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განეთავსებინათ."ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "დ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის "ბ", "ე" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით, ხოლო მეორეს განაჩენთა ერთობლიობით 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები