Daily Archives: ოქტომბერი 8, 2020

ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაცემა IT-საქმიანობისა და საზღვაო სერვისების სფეროებზე გავრცელდება

მთავრობას წარვუდგინეთ დადგენილების პროექტი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ივლისში კანონით დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ცნება და დღეს კი უბრალოდ დაზუსტდა, რა საქმიანობებს მოიცავს ის, რა შეზღუდვები აქვს და რა შეღავათები. „ეს არის IT-საქმიანობის სფერო და ...

დაწვრილებით »

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. „რამდენადმე შემცირდა აჭარაში რაოდენობა. ამჟამად 49%-ია მხოლოდ, იყო 72%, გუშინ იყო 51%. ეს შეესაბანება 230 პაციენტს. თუმცა ძალზედ საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს და 28%-ია უკვე საერთო ინფიცირებულების. ეს გახლავთ 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იმერეთში სტაბილურად არის, ოდნავ შემცირებულიც – 68 ახალი შემთხვევა. ...

დაწვრილებით »

ნათია თურნავა: შეღავათის მინიჭება დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ და, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში

ასეთი ტიპის შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 5%-ი 15%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის 5% მისცემს დამატებით ბიძგს რეგიონალურ კომპანიებს, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება, კომპანიებისთვის საქართველოში შემოსვლის დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს. „ეს არის იმ ე.წ. რელოკაციის და ...

დაწვრილებით »

საქართველოში 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 672 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 60 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. „4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და 6 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „კლინიკიდან გუშინ სამი პაციენტი გაეწერა, ასევე სამი ...

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ,,დღეს დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შევხვდით. დარჩელი ერთ-ერთი დიდი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა – მოწესრიგდა გზები, გარე განათება, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსაცდელები, წყალმომარაგების სისტემები, ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ მათი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია

“ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია“, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კადიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას. მერობის კანდიდატი ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო სტრატეგიაზე ესაუბრა და მათგან ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა. “ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩაა ურბანული და ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაა ...

დაწვრილებით »

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს

მთავრობის სხდომაზე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები, რადგან ეს ორივე მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის. „შემდეგი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ის საგადასახადო შეღავათებია, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც ...

დაწვრილებით »

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი, გარდაიცვალა 66 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5574 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1310, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში ...

დაწვრილებით »

საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში რეანიმატოლოგთა ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებული ადამიანის ტესტირება, სწრაფად მოხდეს მისი კავშირების დადგენა და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება ...

დაწვრილებით »

ირაკლი კობახიძე: ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, რადგან საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო გასხვისებას

  ”აღარაფერი გვიკვირს წინა ხელისუფლებისგან. უამრავი ისეთი რამ აქვთ ჩადენილი, რომ ეს შეიძლება განგვეხილა როგორც მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ფაქტი. თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო (უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია) გასხვისებას და გარდა ამისა, საქმე ეხება დავით გარეჯს, რაც არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ“ ...

დაწვრილებით »