Daily Archives: ნოემბერი 6, 2019

ორბელიანის მოედანზე 1 285 000 ლარიანი ყვავილების პავილიონის მოწყობა დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. როგორც BM.GE-ის „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, პროექტის ღირებულებამ 1 285 000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ განახორციელა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისს 3 ახალი, მოწესრიგებული ყვავილების პავილიონი შეემატა, სადაც თვითდასაქმებული ...

დაწვრილებით »

“მე მადლობელი ვარ თქვენი თანადგომისთვის… გაძლევთ კურთხევას, დღეს ყველამ წაიკითხეთ სახარებიდან ერთი თავი…

პატრიარქის  ქადაგება მე მადლობელი ვარ თქვენი თანადგომისთვის. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან, ღმერთთან, სამშობლოსთან… გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ეკლესიას. მე მადლობელი ვარ ასევე სხვა ერის ადამიანების, სხვა სარწმუნოების ადამიანების, ვინც გამოხატეს თანადგომა. მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, დღეს ყველამ წაიკითხეთ სახარებიდან ერთი თავი… აუცილებლად უნდა წაიკითხოთ… ეს ავსებს მადლით საქართველოს. გაიხარეთ… მადლობთ.

დაწვრილებით »

მურა დათვის მკვლელობის გამო, სავარაუდოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა ამოღებული ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს. მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 ...

დაწვრილებით »

ადამ კიზინგერი – მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას

ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. „ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან ყოველდღე და რუსეთის ოკუპაცია გრძელდება. გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია აქ და აშშ-შიც. ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. ეს არის კიბერთავდასხმები. ასევე, ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ამასთან, აშშ-ი და საქართველო აღიარებენ მტკიცე მეგობრობას. მინდა, გითხრათ ...

დაწვრილებით »