სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.

„საქსტატი“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019/2020 სასწავლო წელს წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

ამასთან, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი.

„2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, დროშას გამოფენენ, ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს

გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, როცა აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ევროპას არანაირი გეგმა არ გააჩნია.„გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ ხარ მათი სადარდებელი, გადაყოლილი არიან, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, ამ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ არ დააყენებს. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც ევროპამ განსაკუთრებით, რომელიც დღემდე კვლავ ფარისევლურად იმეორებს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდზე დგას, თუმცა რეალურად საქმით ამას ვერ აჩვენებს. ვნახეთ, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა გვერდზე გაიწია, დაიწყო მშვიდობაზე საუბარი, ვნახეთ, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ, რაც გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან, გეგმა რომ არ აქვთ, ზუსტად ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გადაიქცნენ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება ამ მძიმე რეალობით არის განპირობებული

ვიდრე ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას შეცვლიდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები იარაღად გადაიქცნენ ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.„პერფორმანსი, რომელსაც „ენჯეოები“ აჩვენებენ, იმ კეთილ იდეას არ შეესაბამება, რასაც ქვეყნების განვითარებისთვის დახმარება ჰქვია. მართვის და თან უხეში მართვის მექანიზმებად იქცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული საზოგადოება ადამიანების გუნდად გადაიქცა, რომელთა შემოსავალი ექსტრემიზმის განვითარებიდან ყალიბდება. ანუ, მათ პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში აიღეს სისტემის მართვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებულია არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახეცვლილებამ გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი – როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო, ყველას გვმართებს დაფიქრება

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლანდელ ვითარებაზე ყველას მართებს დაფიქრება.„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემმა ჯენზი შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად ამ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“.„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, რუსეთი დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, აომორის პრეფექტურაში დაფიქსირდა.ჰოკაიდოს, აომორისა და ივატეს პრეფექტურებში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.მოსალოდნელია, რომ ტალღების სიმაღლე სამ მეტრს გადააჭარბებს.ცუნამის პირველი, 40 სმ-იანი ტალღები უკვე დააფიქსირეს აომორიში.

ბოლო სიახლეები