19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

მერიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

მუნიციპალური სამსახურები ტრანსპორტში პირბადეების ტარების კონტროლს განახორციელებენ. ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება.

იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო ტრანსპორტზე შეზღუდვები 26 სექტემბრიდან ამოქმედდა.

Comments

კომენტარები