ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

მერიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

მუნიციპალური სამსახურები ტრანსპორტში პირბადეების ტარების კონტროლს განახორციელებენ. ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება.

იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო ტრანსპორტზე შეზღუდვები 26 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“5 აგვისტოს ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში – რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე”

ყოფილი პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.”5 აგვისტოს ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში – რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე. საავადმყოფოში გაატარა – ერთი საათი . არც ოპერაცია ყოფილა დაგეგმილი და არც სხვა პაციენტის დაგეგმილ ოპარაციისთვის შეუშლია ხელი…”შეგახსენებთ, დღეს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ ,,სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ეუთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.ამის შესახებ ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი, იან ბრაათუ სოციალურ ქსელში წერს.“არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ”, - წერს ბრაათუ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმების მიზნით იყო გადაყვანილი და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს.ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და „არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება არ ყოფილა“.„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ - ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.„როდესაც წარვადგინეთ, ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და, მეორე მხრივ, ის გეგმები, რომლებიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის ხუთსაათ-ნახევრიდან ოთხ საათამდე შემცირება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას გაწეული ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე, ზოგადად, შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ბოლო სიახლეები