მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში- გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.