ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური პაროდია, როდესაც დოკუმენტს, რომელიც აღარ არსებობს, აწერენ ხელს, – ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პარტიას 140 დღემდე ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი.
„მათ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე არ მიიღეს და ახლაც, ხელს აწერენ დოკუმენტს, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი, იმ განზრახვით, რომ შექმნან რაც შეიძლება მეტი პოლარიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.