ქართული დიასპორის საეთაშორისო კოალიციის მიმართვა საქართველოს მთავრობას 

Read Time:1 Minute, 43 Second

ქართული დიასპორის საეთაშორისო კოალიციის მიმართვა საქართველოს მთავრობას

,, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია და საქართველოში რეგისტრირებული კოალიციის წევრი ორგანიზაციები ( ქართველ ემიგრანტთა ლიგაქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატადიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია) სრულად აცნობიერებენ, რომ მსოფლიოში ახალი კონორავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში??, ესპანეთში??, საფრანგეთში??, გერმანიაში??, უკრაინაში??, რუსეთში??, ამერიკის შეერთებულ შტატებში?? და საბერძნეთში?? მცხოვრები ჩვენი 1 000 000-ზე მეტი თანამემამულე. საყურადღებოა, რომ ემიგრანტთა უმეტესობა შრომითი მიგრანტია და პანდემიის გამო უმრავლესობა მათგანი კარგავს სამუშაო ადგილს ან უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება.

 ამავდროულად, გააზრებლი გვაქვს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო, ისევე როგორც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები, მზად არ არის ამ ეტაპზე სრულად უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების მასობრივად დაუყოვნებლივ დაბრუნება და შემდგომ მათი სამშობლოში რეინტეგრაცია, ასევე საქართველოში დარჩენილი ემიგრანტების ოჯახების სოციალური დახმარება, იმ პირობებში, როცა მათ შეუწყდებათ უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავალი (!!!).

⚠️ ამიტომაც, ყოველივე ზემოთ თქმულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობამ დაჩქარებული წესით განიხილოს:
1️⃣ საზღვარგარეთ მოქმედ საკონსულო დაწესებულებებს გაეზარდოს დაფინანსება, რომელიც მიმართულ იქნას უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დროებითი თავშესაფრებისა და საკვების შესაძენად;
2️⃣ საქართველოში მოქმედი საინტეგრაციო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების მობილიზირება, რათა უკვე დაბრუნებულ ემიგრანტებს შეუმსუბუქოთ რეინტეგრაციის პროცესი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები;
3️⃣ შეწყვეტილი სოციალური დახმარების გაცემის განახლება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც აღნიშნული დახმარება მოეხსნა უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების გამო ან იმის გამო რომ ოჯახის წევრი ქვეყნიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სამი თვეზე მეტი დროით;
4️⃣ საქართველოს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სალიზინგო კომპანიებთან, კერძო იპოთეკარებთან და ყველა შიდა განვადების მქონე ორგანიზაციასთან დაიწყის მუშაობა, რათა მათ გარკვეული ვადით შეაჩერონ მათ მიმართ წარმოქმნილი დავალიანებების მოთხოვნა, თუ ამ დავალიანებების გადახდის უზრუნველყოფაში გამოყენებული იყო შემოსავალის სახით „უცხოეთიდან მიღებული გზავნილები“;
5️⃣ იმ სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფარვა ან დროებით შეჩერება ვისაც მშობლები ყავს საზღვარფარეთ.

? ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ზომები:
➡️ შეუმსუბუქებს ქართველ ემიგრანტებს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მიყენებულ ზარალს;
➡️ შეაკავებს ემიგრანტების გადაუდებელ დაბრუნებას და შესაბამისად, დროებით უზრუნველყოფს მათ ყოფას უცხოეთში;
➡️ საქართველოში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მათ ოჯახებს გაუჩენს სოციალურ დახმარების შესაძლებლობას.

?? დღეს ემიგრაციაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, საქართველო ფარგლებს გარეთ თავის მოქალაქეების მფარველობა.

#ემიგრანტებისთვის #GDIC #COVID-19 #ძალაერთობაშია”-ნათქვამია მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო
Next post საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზეც