პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას
სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და
სტუდენტები. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-
პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი
გიორგი ჯაფარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მეცნიერ-თანამშრომლებს მიულოცა ინსტიტუტის
დღე და წარმატებები უსურვა მათ. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მალე
ინსტიტუტში მთელი სიმძლავრით ამუშავდება მაღალი წარმადობის მქონე
გამოთვილითი კომპლექსი, რომელიც ინსტიტუტმა ევრო-გრანტის და შოთა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეიძინა.
„ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა.
ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი
ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე
სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას,
რომელსაც ყველა პირობა აქვს საქართველოს, სტუ-ისა და გამოთვლითი მათემატიკის
ინსტიტუტის სახელი მსოფლიოს გააცნონ. საკმარისია გავიხსენოთ ინსტიტუტის ერთ-
ერთი გამარჯვება, რაც უკავშირდება ევროკომისიის „Horizon Europe”-ს პრესტჟულ
საერთაშორისო გრანტს. ინსტიტუტმა მოიპოვა გრანტი და მეცნიერები კვლევებს
ატარებენ გერმანელ და ფრანგ სამეცნიერო წრეებთან ერთად. რაც მთავარია, პროექტის
ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადაგდმა საქართველოს
ინტეგრირების მიმართულებით ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს
ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და
მომავლის ტექნოლოგიებში. მინდა ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს, ძველი და
ახალი თაობის მეცნიერებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, –
აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ინსტიტუტის დღის დაარსებისა და
იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული მეცნიერის მიმართ იჩენს.
როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა გასული საუკუნის 50-იან წლებში ნიკო
მუსხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის
განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე
გამოყენებითი თვალსაზრისით. ნიკო მუსხელიშვილის დამსახურებით საქართველოში,
საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა.
გამოთვლითმა ცენტრმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში
ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების
ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში.
„დღეისათვის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-
კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის თანამედროვე დაწესებულებას,
რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების
პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური,
ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სფეროში.
ინსტიტუტში აღზრდილი მრავალი სპეციალისტი დღესაც წარმატებით საქმიანობს
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავისი არსებობის მანძილზე გამოთვლითი
მათემატიკის ინსტიტუტი იყო და არის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც
მიმდინარეობს კვლევები გამოთვლითი მეთოდების, სტოქსტური ანალიზის,
მათემატიკური მოდელირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტიტუტში
შესაძლებელია ისეთი სამუსაოების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი ან
ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო
განვითარების ანალიზი, სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება,
გადაწყვეტილებათა მირების მხარდამჭერი და კომპიუტერული მოდელირების
გამოყენებით და მრავალი სხვა. მინდა ჩვენი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს,
რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის წარმატებაში, დიდი მადლობა
გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის. გილოცავთ ინსტიტუტის დღეს“, – აღნიშნა თავის
გამოსვლაში ვახტანგ კვარაცხელიამ.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის
დღე კოლეგებს მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-
პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა
გიორგი ჯაფარიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა ნიკო მუსხელიშვილის

გამოთვილითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს გიორგი
გიორგობიანს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მელაძეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები