მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.
„შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია.
მსახიობი ნუგზარ შარია 1941 წლის 19 თებერვალს დაიბადა . ნუგზარ შარიამ, როგორც მსახიობმა, არაერთი კინოროლით დაგვამახსოვრა თავი: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა ტურისტად და სსრკ-ში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა და „ამერიკის ხმაში” გააგრძელა მუშაობა, პარალელურად ლექციებს კითხულობს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.